ქართული  |   English

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი  

გამოკითხვა
რომელი კომპანიის მომსახურეობას ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:6720 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საავტომობილო ზეთს ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:4095 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი კატეგორიის საწვავს მოიხმართ?
სულ:5553 ხმა
 
02:01 19.04.2024

მაისის თვეში სანავთობო ბიტუმის იმპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა

18-06-2020

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით:

 

2020 წლის მაისის თვეში საქართველოში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 7.7 ათასი ტონა, რაც 4.2 ათასი ტონით  ანუ 120%-ით მეტია აპრილის თვის მაჩვენებელთან (3,5 ათასი ტონა) შედარებით და 6,5 ათასი ტონით ანუ 45,8%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (14,2 ათასი ტონა) შედარებით.

 

აქედან იმპორტის 59,7%  (4,6 ათასი ტონა) განხორციელდა აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან, 24,7% (1,9 ათასი ტონა) - ერაყიდან, 7,8% (0,6 ათასი ტონა) - სომხეთიდან, 3,9% (0,3 ათასი ტონა) - რუსეთიდან, 2,6% (0,2 ათასი ტონა) - თურქეთიდან, 1,3% (0,1 ათასი ტონა)  - ირანის ისლამური რესპუბლიკიდან.

 

მიმდინარე წლის იანვარ-მაისის თვეების განმავლობაში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 25,5 ათასი ტონა, რაც 18,6 ათასი ტონით ანუ 42,2%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (44,1 ათასი ტონა) შედარებით.

 

აქედან იმპორტის 53,7% (13,7 ათასი ტონა) მოდის აზერბაიჯანზე. შემდეგ მოდიან: ირანის ისლამური რესპუბლიკა - 28,2% (7,2 ათასი ტონა), ერაყი - 11,4% (2,9 ათასი ტონა), სომხეთი - 3,5% (0,9 ათასი ტონა), რუსეთი - 1,6% (0,4 ათასი ტონა), გაერთიანებული ემირატები - 0,8% (0,2 ათასი ტონა), თურქეთი - 0,8% (0,2 ათასი ტონა).

 

მიმდინარე წელს ბიტუმის იმპორტის შემცირება უკავშირდება COVID-19-ის პანდემიას, რის გამოც მარტის თვიდან დაწყებული ვერ ხორციელდება პროდუქციის იმპორტი ირანის ისლამური რესპუბლიკიდან, მაშინ როდესაც გასულ წლებში ის ქვეყანაში ბიტუმის ძირითადი მომწოდებელი იყო. შესაბამისად, მიმდინარეობს ალტერნატიული მომწოდებლების ძიება, რათა ამ მიზეზით  ქვეყანაში არ შეიქმნას პროდუქციაზე დეფიციტი.




უკან
ნავთობის ფასი

ლონდონი 

Bret Crude Oil (ICE) 

90.02  დოლარი/ბარელზე

- 0.08       

 ნიუ-იორკი

Light Sweet Crude Oil

85.34    დოლარი/ბარელზე

- 0.02

საწვავის ფასი საქართველოში

სუპერი   3.69 ლარი 

პრემიუმი   3,25 ლარი

რეგულარი  3.07  ლარი

ევრო დიზელი  3.36 ლარი

დიზელი   3,28 ლარი

გაზი – 1.55 ლარი

 

ეკო სუპერი –  3.72 ლარი

ეკოპრემიუმი –  3.27 ლარი

ევრო რეგულარი – 3.07 ლარი

ევრო დიზელი – 3.34 ლარი

ეკო დიზელი –  3.39 ლარი

დიზელ ენერჯი –   3,29 ლარი

გაზი – 1.59 ლარი

სუპერი ecto 100 – 0.00 ლარი

ევრო სუპერი –  3.62 ლარი

პრემიუმ ავანგარდი –   3.15 ლარი

ევრო რეგულარი –  2.99  ლარი

ევრო დიზელი –  3,30 ლარი

 

სუპერი –  3.69 ლარი

ევრო პრემიუმი – 3.25  ლარი

ევრო რეგულარი – 3,11  ლარი

efix ევრო დიზელი – 3.39 ლარი

ევრო დიზელი –  3,29 ლარი

 

სუპერი – 3.75 ლარი

G-Force პრემიუმი –  3,29 ლარი

G-Force ევრო რეგულარი –  3,19 ლარი

რეგულარი – 3.09 ლარი

ევრო დიზელი –  3.39 ლარი

დიზელი –  3,29 ლარი

გაზი – 1.69 ლარი

პრემიუმი –  3,00 ლარი

ევრო რეგულარი – 2,80 ლარი

ევრო დიზელი – 3.44 ლარი

effect დიზელი –  3.40 ლარი

დიზელი –  2.90 ლარი

 

 

  

2012 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE