ქართული  |   English

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი  

გამოკითხვა
რომელი კომპანიის მომსახურეობას ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:6851 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საავტომობილო ზეთს ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:4171 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი კატეგორიის საწვავს მოიხმართ?
სულ:5682 ხმა
 
00:58 05.08.2025

საწვავის ფასის ტენდეციებთან დაკავშირებული საკითხი როგორც მსოფლიოში, ასევე საქართველოში

07-07-2014

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით:

 

"მაისისა და ივნისის თვეებში საერთაშორისო ფასები ნავთობპროდუქტებზე Platt's-ის მიხედვით (რომელზეცაა დამოკიდებული საქართველოში საწვავის ფასი) გაიზარდა.  კერძოდ, ბენზინის ფასი გაზრდილია 58 დოლარით 1033 დოლარამდე/ტონაზე; დიზელის ფასი მომატებულია 27 დოლარით 911.50 დოლარამდე/ტონაზე;

 

ნავთობის ფასის ზრდა განპირობებული იყო ძითადად ერაყში არსებული კრიზისით, რომელიც მსოფლიოში  ერთ-ერთი მსხვილი ნავთობმომპოვებელი და ექსპორტიორი ქვეყანა გახლავთ. ნავთობის ფასის ზრდას ნაწილობრივ  ხელი შეუწყო ასევე რუსეთ-უკრაინის კრიზისმაც.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულმა განაპირობა ის, რომ მოხდა საქართველოში საწვავის ფასის ზრდა. კერძოდ, დღეისათვის საცალო ქსელში საწვავის საშუალო ფასი გაიზარდა: სუპერის ტიპის ბენზინი -  2-3 თეთრით/ლიტრაზე, პრემიუმის ტიპის ბენზინი - 2-5 თეთრით/ლიტრზე, ევრო რეგულარის ტიპის ბენზინი - 2-5 თეთრით/ლიტრზე, რეგულარის ტიპის ბენზინი - 2-5 თეთრით/ლიტრზე,  ევრო დიზელი - 2-4 თეთრით/ლიტრზე, L-62 დიზელი - 2-4 თეთრით/ლიტრზე. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ საერთაშორისო ფასის ადეკვატური ზრდის პირობებში  საცალო ქსელში ბენზინის ფასი უნდა გაზრდილიყო საშუალოდ 10 თეთრით/ლიტრზე, ხოლო დიზელის საწვავი - 6-7 თეთრით ლიტრზე.

 

რაც შეეხება ივლისის თვეს, ნავთობზე ფასი მცირდება. დღეისათვის ნავთობის ფასი 11 ივნისის შემდგომ ყველაზე დაბალ მაჩვენებელზე დგას. ფასის კლება განპირობებულია შემდეგით:  ერაყში არსებული კრიზისი გავლენას ვერ ახდენს როგორც ნავთობის მოპოვებაზე, ასევე მის ექსპორტზე; ლიბია აპირებს ნავთობის ექსპორტის განახლებას 2 ტერმინალის საშუალებით (აღნიშნული ტერმინალები ერთწლიან ბლოკადაში იმყოფებოდნენ, რის შედეგადაც ლიბიის ნავთობის ექსპორტი 75%-ით შემცირდა). შესაბამისად, მიმდინარე თვეში შემცირებულია საერთაშორისო ფასები ნავთობპროდუქტებზე Platt's-ის მიხედვით. კერძოდ, ბენზინის ფასი შემცირებული 11.50 დოლარით/ტონაზე, ხოლო დიზელის საწვავის ფასი - 13.75 დოლარით/ტონაზე".




უკან
ნავთობის ფასი

ლონდონი 

Bret Crude Oil (ICE) 

73.24  დოლარი/ბარელზე

+ 0.73      

 ნიუ-იორკი

Light Sweet Crude Oil

67,28     დოლარი/ბარელზე

+ 0,07


საწვავის ფასი საქართველოში

სუპერი   3.50 ლარი 

პრემიუმი   3.10 ლარი

რეგულარი  2.90  ლარი

ევრო დიზელი  3.03 ლარი

დიზელი   2.94 ლარი

გაზი – 1.60 ლარი

 

ეკო სუპერი –  3.53 ლარი

ეკოპრემიუმი –  3.12 ლარი

ევრო რეგულარი – 2,93 ლარი

ევრო დიზელი – 2,99 ლარი

ეკო დიზელი –  3.04 ლარი

დიზელ ენერჯი –   2.94 ლარი

გაზი – 1.64 ლარი

სუპერი ecto 100 – 0.00 ლარი

ევრო სუპერი –  3.49 ლარი

პრემიუმ ავანგარდი –  3.03  ლარი

ევრო რეგულარი –  2.83  ლარი

ევრო დიზელი –  2.98 ლარი

 

სუპერი –  3.54 ლარი

ევრო პრემიუმი – 3.17  ლარი

ევრო რეგულარი – 2.95  ლარი

efix ევრო დიზელი – 3.10 ლარი

ევრო დიზელი –  3.05 ლარი

 

სუპერი – 3.53 ლარი

G-Force პრემიუმი –  3.13 ლარი

G-Force ევრო რეგულარი –  3.03 ლარი

რეგულარი – 2,93 ლარი

ევრო დიზელი –  3.09 ლარი

დიზელი –  2,99 ლარი

გაზი – 1.69 ლარი

პრემიუმი –  2,94 ლარი

ევრო რეგულარი – 2,74 ლარი

ევრო დიზელი –  2,99 ლარი

effect დიზელი –  2.79 ლარი

 

 

  

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE

Design by SPAR.GE