ქართული  |   English

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი  

გამოკითხვა
რომელი კომპანიის მომსახურეობას ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:6945 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საავტომობილო ზეთს ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:4233 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი კატეგორიის საწვავს მოიხმართ?
სულ:5779 ხმა
 
07:08 26.09.2026

საქართველოში მოხმარებული ბენზინი მთლიანად ევროპულია

16-07-2014

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით:

 

"საქართველოში იმპორტირებული საწვავის მნიშვნელოვანი წილი ევროპიდან იმპორტირებულ პროდუქტს უკავია.

 

სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2014 წლის I ნახევარში  საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის  იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა   რუმინეთიდან - 138,1  ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 35,9 %-ს შეადგენს. შემდეგ  მოდიან: აზერბაიჯანი - 92,5 ათასი ტონა - 24,0 %;  ბულგარეთი - 63,6 ათასი ტონა - 16,5 %;  საბერძნეთი - 40,2 ათასი ტონა  - 10,4%; რუსეთი - 35,7 ათასი ტონა - 9,3%,  თურქმენეთი - 13,1 ათასი ტონა - 3,4%.

 

მათ შორის ცალკე უნდა გამოვყოთ ბენზინის იმპორტი. მ/წლის I ნახევარში ბენზინის იმპორტმა შეადგინა 171,9  ათასი ტონა, რომლიდან ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუმინეთიდან - 89,9 ათასი ტონა - 52.3%. შემდეგ მოდიან:  ბულგარეთი - 53,6 ათასი ტონა - 31.2%, საბერძნეთი - 26,4 ათასი ტონა - 15.3%, აზერბაიჯანი - 1,6 ათასი ტონა - 0.9%, რუსეთი - 0,5 ათასი ტონა - 0.3%.

 

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად იზრდება საბერძნეთიდან საწვავის იმპორტი. კერძოდ, საქართველოს ბაზარზე დაბრუნდა ბერძნული "ეკოს" საწვავი, რომლის ხარისხობრივი მაჩვენებლები საკმაოდ მაღალია: 2014 წლის თებერვლიდან უკვე „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას" ქსელში ხელმისაწვდომი „ეკო სუპერის" ტიპის ბენზინში გოგირდის შემცველობა არის 8-10 ერთეული (ნორმა - არა უმეტეს 150 მგ/კგ); „ეკო პრემიუმის" ბენზინში: ოქტანური რიცხვი - 96 ერთეული, გოგირდის შემცველობა - 6,1 ერთეული; „ეკო რეგულარის" ბენზინში: ოქტანური რიცხვი - 92 ერთეული, გოგირდის შემცველობა - 18,4 ერთეული; "ეკო დიზელის" საწვავში გოგირდის შემცველობა არის - 4,6 ერთეული (ნორმა არა უმეტეს 200 მგ/კგ). ასევე აღსანიშნავია, რომ საწვავი არ შეიცავს ტყვიას.

 




უკან
ნავთობის ფასი

ლონდონი 

Bret Crude Oil (ICE) 

106.96 დოლარი/ბარელზე

+ 2.35

 ნიუ-იორკი

Light Sweet Crude Oil

102.31  დოლარი/ბარელზე

+  2.26

 


საწვავის ფასი საქართველოში

სუპერი –  4.44 ლარი 

პრემიუმი –  4.02 ლარი

რეგულარი – 3.82  ლარი

ევრო დიზელი – 4.52  ლარი

დიზელი –  4.62 ლარი

გაზი – 1.60 ლარი

 

ეკო სუპერი –  4.42 ლარი

ეკოპრემიუმი –  3.99 ლარი

ევრო რეგულარი – 3,79 ლარი

ევრო დიზელი – 4.69 ლარი

ეკო დიზელი –  4.73 ლარი

დიზელ ენერჯი –   4.65 ლარი

გაზი – 1.64 ლარი

სუპერი ecto 100 – 0.00 ლარი

ევრო სუპერი –  4.40 ლარი

პრემიუმ ავანგარდი –  3.98  ლარი

ევრო რეგულარი –  3.78  ლარი

ევრო დიზელი –  4.67 ლარი

 

სუპერი –  4.44 ლარი

ევრო პრემიუმი – 3.99  ლარი

ევრო რეგულარი – 3,78  ლარი

efix ევრო დიზელი – 4.63 ლარი

ევრო დიზელი –  4.57 ლარი

 

სუპერი – 4.49 ლარი

G-Force პრემიუმი –  4.05 ლარი

G-Force ევრო რეგულარი –  3.85 ლარი

რეგულარი – 3.85 ლარი

ევრო დიზელი –  4.65 ლარი

დიზელი –  4.55 ლარი

გაზი – 1.69 ლარი

 

 

  

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE

Design by SPAR.GE