ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით: "საქართველოში იმპორტირებული საწვავის მნიშვნელოვანი წილი ევროპიდან იმპორტირებულ პროდუქტს უკავია. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2014 წლის I ნახევარში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუმინეთიდან - 138,1 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 35,9 %-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: აზერბაიჯანი - 92,5 ათასი ტონა - 24,0 %; ბულგარეთი - 63,6 ათასი ტონა - 16,5 %; საბერძნეთი - 40,2 ათასი ტონა - 10,4%; რუსეთი - 35,7 ათასი ტონა - 9,3%, თურქმენეთი - 13,1 ათასი ტონა - 3,4%. მათ შორის ცალკე უნდა გამოვყოთ ბენზინის იმპორტი. მ/წლის I ნახევარში ბენზინის იმპორტმა შეადგინა 171,9 ათასი ტონა, რომლიდან ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუმინეთიდან - 89,9 ათასი ტონა - 52.3%. შემდეგ მოდიან: ბულგარეთი - 53,6 ათასი ტონა - 31.2%, საბერძნეთი - 26,4 ათასი ტონა - 15.3%, აზერბაიჯანი - 1,6 ათასი ტონა - 0.9%, რუსეთი - 0,5 ათასი ტონა - 0.3%. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად იზრდება საბერძნეთიდან საწვავის იმპორტი. კერძოდ, საქართველოს ბაზარზე დაბრუნდა ბერძნული "ეკოს" საწვავი, რომლის ხარისხობრივი მაჩვენებლები საკმაოდ მაღალია: 2014 წლის თებერვლიდან უკვე „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას" ქსელში ხელმისაწვდომი „ეკო სუპერის" ტიპის ბენზინში გოგირდის შემცველობა არის 8-10 ერთეული (ნორმა - არა უმეტეს 150 მგ/კგ); „ეკო პრემიუმის" ბენზინში: ოქტანური რიცხვი - 96 ერთეული, გოგირდის შემცველობა - 6,1 ერთეული; „ეკო რეგულარის" ბენზინში: ოქტანური რიცხვი - 92 ერთეული, გოგირდის შემცველობა - 18,4 ერთეული; "ეკო დიზელის" საწვავში გოგირდის შემცველობა არის - 4,6 ერთეული (ნორმა არა უმეტეს 200 მგ/კგ). ასევე აღსანიშნავია, რომ საწვავი არ შეიცავს ტყვიას.
ლონდონი
Bret Crude Oil (ICE)
106.96 დოლარი/ბარელზე
+ 2.35
ნიუ-იორკი
Light Sweet Crude Oil
102.31 დოლარი/ბარელზე
+ 2.26
სუპერი – 4.44 ლარი
პრემიუმი – 4.02 ლარი
რეგულარი – 3.82 ლარი
ევრო დიზელი – 4.52 ლარი
დიზელი – 4.62 ლარი
გაზი – 1.60 ლარი
ეკო სუპერი – 4.42 ლარი
ეკოპრემიუმი – 3.99 ლარი
ევრო რეგულარი – 3,79 ლარი
ევრო დიზელი – 4.69 ლარი
ეკო დიზელი – 4.73 ლარი
დიზელ ენერჯი – 4.65 ლარი
გაზი – 1.64 ლარი
სუპერი ecto 100 – 0.00 ლარი
ევრო სუპერი – 4.40 ლარი
პრემიუმ ავანგარდი – 3.98 ლარი
ევრო რეგულარი – 3.78 ლარი
ევრო დიზელი – 4.67 ლარი
სუპერი – 4.44 ლარი
ევრო პრემიუმი – 3.99 ლარი
ევრო რეგულარი – 3,78 ლარი
efix ევრო დიზელი – 4.63 ლარი
ევრო დიზელი – 4.57 ლარი
სუპერი – 4.49 ლარი
G-Force პრემიუმი – 4.05 ლარი
G-Force ევრო რეგულარი – 3.85 ლარი
რეგულარი – 3.85 ლარი
ევრო დიზელი – 4.65 ლარი
დიზელი – 4.55 ლარი
გაზი – 1.69 ლარი
Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE