,,ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის" განცხადებით:
ჩვენ მიმოვიხილავთ საწვავის ფასს ივლისის თვის შუა რიცხვების მდგომარეობით. ბოლო ორი კვირის განმავლობაში ევროპაში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი უცვლელი დარჩა და შეადგენს საშუალოდ 1,17 ევროს/ლიტრაზე.
ევროპის ქვეყნებში ყველაზე ძვირი საწვავი გახლავთ იტალიაში, ნიდერლანდებსა და ნორვეგიაში. ამ ქვეყნებში საწვავის ფასი დაახლოებით 25-30%-ით აღემატება ევროპის სხვა ქვეყნების საშუალო ფასებს. კერძოდ, ნორვეგიაში სუპერი ტიპის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს 1,83 ევროს (დაახლოებით 5,11 ლარი (საქართველოში არსებული დღევანდელი გაცვლითი კურსით), პრემიუმი ტიპის ბენზინი - 1,62 ევროს (დაახლოებით 4,53 ლარი), დიზელის საწვავი - 1,59 ევროს (დაახლოებით 4,44 ლარი); ნიდერლანდებში სუპერი ტიპის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს 1,69 ევროს (დაახლოებით 4,72 ლარი), პრემიუმი ტიპის ბენზინი - 1,62 ევროს (დაახლოებით 4,53 ლარი), დიზელის საწვავი - 1,27 ევროს (დაახლოებით 3,55 ლარი); იტალიაში სუპერი ტიპის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს 1,63 ევროს (დაახლოებით 4,55 ლარი), პრემიუმი ტიპის ბენზინი - 1,61 ევროს (დაახლოებით 4,50 ლარი), დიზელის საწვავი - 1,50 ევროს (დაახლოებით 4,19 ლარი).
ყველაზე იაფი საწვავი არის რუსეთში: სუპერი ტიპის ბენზინის ფასი - 0,68 ევრო (დაახლოებით 1,90 ლარი), პრემიუმი ტიპის ბენზინი - 0,60 ევრო (დაახლოებით 1,68 ლარი), დიზელის საწვავი - 0,56 ევროს (დაახლოებით 1,56 ლარი).
ასევე უნდა აღინიშნოს საწვავის ფასი ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, როგორებიც არიან სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, მოლდავეთი. კერძოდ, სომხეთში - 1 ლიტრი სუპერი ტიპის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს 0,75 ევროს (დაახლოებით 2,09 ლარი), პრემიუმი ტიპის ბენზინი - 0,72 ევროს (დაახლოებით 2,01 ლარი), დიზელის საწვავი - 0,65 ევროს (დაახლოებით 1,82 ლარი); აზერბაიჯანში - სუპერი ტიპის ბენზინის ფასი - 0,62 ევროს (დაახლოებით 1,73 ლარი), პრემიუმი ტიპის ბენზინი - 0,59 ევროს (დაახლოებით 1,65 ლარი); დიზელის საწვავი - 0,31 ევროს (დაახლოებით 0,87 ლარი); უკრაინაში - სუპერი ტიპის ბენზინის ფასი - 0,86 ევროს (დაახლოებით 2,40 ლარი), პრემიუმი ტიპის ბენზინი - 0,82 ევროს (დაახლოებით 2,29 ლარი), დიზელის საწვავი - 0,74 ევროს (დაახლოებით 2,07 ლარი); მოლდავეთში - სუპერი ტიპის ბენზინის ფასი - 0,81 ევროს (დაახლოებით 2,26 ლარი), პრემიუმი ტიპის ბენზინი - 0,78 ევროს (დაახლოებით 2,18 ლარი), დიზელის საწვავი - 0,67 ევროს (დაახლოებით 1,87 ლარი).
რაც შეეხება საქართველოს საცალო ქსელს, ჩვენთან ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე 1 ლიტრი საწვავის საშუალო ფასები შეადგენს: სუპერი ტიპის ბენზინი - 2,19-2,30 ლარი; პრემიუმი ტიპის ბენზინი - 2,09-2,18 ლარი; რეგულარის ტიპის ბენზინი - 1,89-2,07 ლარი; დიზელი ლ-62 – 1,87-1,99 ლარი; ევრო დიზელი - 1,89-2,04 ლარი. ხოლო არაბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის ფასი 5-10 თეთრით ნაკლებია ლიტრაზე.
ქვევით იხილეთ საწვავის ფასთა ცხრილი ევროპის რიგ ქვეყნებში ივლისის თვის შუა რიცხვების მდგომარეობით.
| ქვეყანა | ბენზინი 95 | ბენზინი 98 | დიზელი | 
| რუსეთი | 0,60 ევრო (1,68 ლ) | 0,68 ევრო (1,90 ლ) | 0,56 ევრო (1,56 ლ) | 
| აზერბაიჯანი | 0,59 ევრო (1,65 ლ) | 0,62 ევრო (1,73 ლ) | 0,31 ევრო (0,87 ლ) | 
| უკრაინა | 0,82 ევრო (2,29 ლ) | 0,86 ევრო (2,40 ლ) | 0,74 ევრო (2,07 ლ) | 
| სომხეთი | 0,72 ევრო (2,01 ლ) | 0,75 ევრო (2,09 ლ) | 0,65 ევრო (1,82 ლ) | 
| მოლდავეთი | 0,78 ევრო (2,18 ლ) | 0,81 ევრო (2,26 ლ) | 0,67 ევრო (1,87 ლ) | 
| ლატვია | 1,08 ევრო (3,02 ლ) | 1,13 ევრო (3,16 ლ) | 0,94 ევრო (2,63 ლ) | 
| ლიტვა | 1,12 ევრო (3,13 ლ) | 1,20 ევრო (3,35 ლ) | 1,02 ევრო (2,85 ლ) | 
| საბერძნეთი | 1,47 ევრო (4,10 ლ) | 1,64 ევრო (4,58 ლ) | 1,22 ევრო (3,41 ლ) | 
| ნორვეგია | 1,62 ევრო (4,53 ლ) | 1,83 ევრო (5,11 ლ) | 1,59 ევრო (4,44 ლ) | 
| ნიდერლანდები | 1,62 ევრო (4,53 ლ) | 1,69 ევრო (4,72 ლ) | 1,27 ევრო (3,55 ლ) | 
| თურქეთი | 1,25 ევრო (3,49 ლ) | 1,25 ევრო (3,49 ლ) | 1,09 ევრო (3,05 ლ) | 
| იტალია | 1,61 ევრო (4,50 ლ) | 1,63 ევრო (4,55 ლ) | 1,50 ევრო (4,19 ლ) | 
| გერმანია | 1,30 ევრო (3,63 ლ) | 1,45 ევრო (4,05 ლ) | 1,08 ევრო (3,02 ლ) | 
| საფრანგეთი | 1,34 ევრო (3,74 ლ) | 1,41 ევრო (3,94 ლ) | 1,20 ევრო (3,35 ლ) | 
| ესპანეთი | 1,18 ევრო (3,30 ლ) | 1,31 ევრო (3,66 ლ) | 1,05 ევრო (2,93 ლ) | 
ლონდონი
Bret Crude Oil (ICE)
67.64 დოლარი/ბარელზე
- 1.12
ნიუ-იორკი
Light Sweet Crude Oil
65,00 დოლარი/ბარელზე
- 0,01
სუპერი – 3.55 ლარი
პრემიუმი – 3.15 ლარი
რეგულარი – 2.95 ლარი
ევრო დიზელი – 3.08 ლარი
დიზელი – 2.99 ლარი
გაზი – 1.60 ლარი
ეკო სუპერი – 3.56 ლარი
ეკოპრემიუმი – 3.17 ლარი
ევრო რეგულარი – 2,96 ლარი
ევრო დიზელი – 3.03 ლარი
ეკო დიზელი – 3.08 ლარი
დიზელ ენერჯი – 2.98 ლარი
გაზი – 1.64 ლარი
სუპერი ecto 100 – 0.00 ლარი
ევრო სუპერი – 3.49 ლარი
პრემიუმ ავანგარდი – 3.03 ლარი
ევრო რეგულარი – 2.83 ლარი
ევრო დიზელი – 2.98 ლარი
სუპერი – 3.54 ლარი
ევრო პრემიუმი – 3.17 ლარი
ევრო რეგულარი – 2.95 ლარი
efix ევრო დიზელი – 3.10 ლარი
ევრო დიზელი – 3.05 ლარი
სუპერი – 3.57 ლარი
G-Force პრემიუმი – 3.17 ლარი
G-Force ევრო რეგულარი – 3.07 ლარი
რეგულარი – 2,97 ლარი
ევრო დიზელი – 3.13 ლარი
დიზელი – 3.03 ლარი
გაზი – 1.69 ლარი
პრემიუმი – 3.19 ლარი
ევრო რეგულარი – 2,74 ლარი
ევრო დიზელი –  2,99 ლარი
effect დიზელი – 2.79 ლარი
Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE