ქართული  |   English

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი  

გამოკითხვა
რომელი კომპანიის მომსახურეობას ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:6943 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საავტომობილო ზეთს ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:4233 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი კატეგორიის საწვავს მოიხმართ?
სულ:5778 ხმა
 
04:40 17.09.2026

იანვარ-ივლისის თვეებში დიზელის საწვავის იმპორტი გაიზარდა

13-08-2020

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით:


2020 წლის ივლისის თვეში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 110,4 ათასი ტონა, რაც 11,4 ათასი ტონით ანუ 11,5%-ით მეტია   წინა თვის მაჩვენებელთან (99,0 ათასი ტონა) შედარებით და 23,4 ათასი ტონით ანუ 26,9%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (87,0 ათასი ტონა) შედარებით.


2020 წლის იანვარ-ივლისის თვეების განმავლობაში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 608,3 ათასი ტონა, რაც 27,0 ათასი ტონით ანუ 4,6%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (581,3 ათასი ტონა) შედარებით.


მათ შორის, მიმდინარე წლის ივლისის თვეში საქართველოში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 51,1 ათასი ტონა (მატება წინა თვის მაჩვენებელთან - 42,3 ათასი ტონა - შედარებით 8,8 ათასი ტონით ანუ 20,8%-ით), ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა -  59,3 ათასი ტონა (მატება წინა თვის პერიოდის მაჩვენებელთან - 56,7 ათასი ტონა - შედარებით 2,6 ათასი ტონით ანუ 4,6%-ით).


2020 წლის იანვარ-ივლისის თვეებში საქართველოში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 295,2 ათასი ტონა (კლება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან - 299,4 ათასი ტონა - შედარებით  4,2 ათასი ტონით ანუ 1,4%-ით), ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა -  313,1 ათასი ტონა (მატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან - 281,9 ათასი ტონა - შედარებით 31,2 ათასი ტონით ანუ 11,1%-ით).


ქვეყნების მიხედვით, 2020 წლის იანვარ-ივლისის თვეების განმავლობაში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან - 212,8 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 35,0%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: აზერბაიჯანი - 114,0 ათასი ტონა (18,7%), რუმინეთი - 110,3 ათასი ტონა (18,1%),  თურქმენეთი - 55,3 ათასი ტონა (9,1%), ბულგარეთი - 46,9 ათასი ტონა (7,7%); ყაზახეთი - 26,2 ათასი ტონა (4,3%), საბერძნეთი - 25,2 ათასი ტონა (4,1%),  თურქეთი - 9,6 ათასი ტონა (1,6%), ავსტრია - 2,6 ათასი ტონა (0,4%);  სინგაპური - 2,0 ათასი ტონა (0,3%); გაერთ. ემირ. – 2,0 ათასი ტონა (0,3%), შვეიცარია - 1,1 ათასი ტონა (0,2%); ჰონკონგი - 0,3 ათასი ტონა (0,1%).


საწვავის იმპორტის ზრდა ძირითადად განპირობებულია დიზელის საწვავის იმპორტის მატებით, რომელიც თავის მხრივ უკავშირდება სახელმწიფოს მიერ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მესაკუთრეთა სტიმულირების პროგრამას, ინფრასტრუქტურული სამუშაოების დიდ მოცულობასა და საქართველოში ტრანზიტად გამავალი სატვირთო-სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობის მატებას (მ/წლის პირველი 6 თვის განმავლობაში გაზრდილია 13,2%-ით გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით).

 




უკან
ნავთობის ფასი

ლონდონი 

Bret Crude Oil (ICE) 

106.96 დოლარი/ბარელზე

+ 2.35

 ნიუ-იორკი

Light Sweet Crude Oil

102.31  დოლარი/ბარელზე

+  2.26

 


საწვავის ფასი საქართველოში

სუპერი   4.44 ლარი 

პრემიუმი   4.02 ლარი

რეგულარი  3.82  ლარი

ევრო დიზელი 4.52  ლარი

დიზელი   4.62 ლარი

გაზი – 1.60 ლარი

 

ეკო სუპერი –  4.42 ლარი

ეკოპრემიუმი –  3.99 ლარი

ევრო რეგულარი – 3,79 ლარი

ევრო დიზელი – 4.69 ლარი

ეკო დიზელი –  4.73 ლარი

დიზელ ენერჯი –   4.65 ლარი

გაზი – 1.64 ლარი

სუპერი ecto 100 – 0.00 ლარი

ევრო სუპერი –  4.40 ლარი

პრემიუმ ავანგარდი –  3.98  ლარი

ევრო რეგულარი –  3.78  ლარი

ევრო დიზელი –  4.67 ლარი

 

სუპერი –  4.44 ლარი

ევრო პრემიუმი – 3.99  ლარი

ევრო რეგულარი – 3,78  ლარი

efix ევრო დიზელი – 4.63 ლარი

ევრო დიზელი –  4.57 ლარი

 

სუპერი – 4.49 ლარი

G-Force პრემიუმი –  4.05 ლარი

G-Force ევრო რეგულარი –  3.85 ლარი

რეგულარი – 3.85 ლარი

ევრო დიზელი –  4.65 ლარი

დიზელი –  4.55 ლარი

გაზი – 1.69 ლარი

 

 

  

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE

Design by SPAR.GE