ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით:
2020 წლის აგვისტოს თვეში საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 2,3 ათასი ტონა, რაც 4,9 ათასი ტონით ანუ 58,1%-ით ნაკლებია ივლისის თვის მაჩვენებელთან (7,2 ათასი ტონა) შედარებით და 10,5 ათასი ტონით ანუ 82,0%-ით - გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (12,8 ათასი ტონა) შედარებით.
მ/წლის აგვისტოს თვეში საავიაციო ნავთის იმპორტის 65,2% (1,5 ათასი ტონა) განხორციელდა თურქმენეთიდან, 34,8% (0,8 ათასი ტონა) - თურქეთიდან.
მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოს თვეების განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 38,5 ათასი ტონა, რაც 37,0 ათასი ტონით ანუ 49,0%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (75,5 ათასი ტონა) შედარებით.
მ/წლის იანვარ-აგვისტოს თვეების განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტის 80,0% (30,8 ათასი ტონა) განხორციელდა თურქმენეთიდან, 14,3% (5,5 ათასი ტონა) - თურქეთიდან, 5,7% (2,2 ათასი ტონა) - რუმინეთიდან, 0,1% (0,03 ათასი ტონა) - ეგვიპტიდან.
საავიაციო ნავთის იმპორტის შემცირება დაკავშირებულია COVID-19-დან გამომდინარე საჰაერო მიმოსვლის მნიშვნელოვან კლებასთან. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ნავთობპროდუქტების ბიზნეს-ინდუსტრიაში აღნიშნულმა სექტორმა მიმდინარე წელს ყველაზე დიდი ზარალი განიცადა პანდემიის გამო.
ლონდონი
Bret Crude Oil (ICE)
107.38 დოლარი/ბარელზე
+ 3.96
ნიუ-იორკი
Light Sweet Crude Oil
90.87 დოლარი/ბარელზე
- 0.01
სუპერი – 3.64 ლარი
პრემიუმი – 3.20 ლარი
რეგულარი – 3.04 ლარი
ევრო დიზელი – 3.35 ლარი
დიზელი – 3.20 ლარი
გაზი – 1.60 ლარი
ეკო სუპერი – 3.72 ლარი
ეკოპრემიუმი – 3.32 ლარი
ევრო რეგულარი – 3,18 ლარი
ევრო დიზელი – 3.53 ლარი
ეკო დიზელი – 3.58 ლარი
დიზელ ენერჯი – 3,48 ლარი
გაზი – 1.64 ლარი
სუპერი ecto 100 – 0.00 ლარი
ევრო სუპერი – 3.67 ლარი
პრემიუმ ავანგარდი – 3.30 ლარი
ევრო რეგულარი – 3.15 ლარი
ევრო დიზელი – 3.45 ლარი
სუპერი – 3.68 ლარი
ევრო პრემიუმი – 3.33 ლარი
ევრო რეგულარი – 3,17 ლარი
efix ევრო დიზელი – 3.52 ლარი
ევრო დიზელი – 3.47 ლარი
სუპერი – 3.73 ლარი
G-Force პრემიუმი – 3.33 ლარი
G-Force ევრო რეგულარი – 3.19 ლარი
რეგულარი – 3.17 ლარი
ევრო დიზელი – 3.57 ლარი
დიზელი – 3.47 ლარი
გაზი – 1.69 ლარი
Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE