ქართული  |   English

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი  

გამოკითხვა
რომელი კომპანიის მომსახურეობას ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:2763 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საავტომობილო ზეთს ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:1570 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი კატეგორიის საწვავს მოიხმართ?
სულ:1915 ხმა
 
18:26 16.10.2021

საწვავის იმპორტი ზრდას განაგრძობს

16-09-2021

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით:

 

2021 წლის იანვარ-აგვისტოს თვეების განმავლობაში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 743,7 ათასი ტონა, რაც 27,6 ათასი ტონით ანუ 3.9%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (716,1 ათასი ტონა) შედარებით და 66,9 ათასი ტონით ანუ 9,9%-ით პანდემიამდე არსებული 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (676,8 ათასი ტონა) შედარებით.

 

მათ შორის,  2021 წლის პირველი 8 თვის განმავლობაში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 381,3 ათასი ტონა (მატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან - 337,8 ათასი ტონა - 43,5 ათასი ტონით ანუ 12,9%-ით),ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 362,4 ათასი ტონა (კლება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან - 378,3 ათასი ტონა - 15,9 ათასი ტონით ანუ 4,2%-ით).

 

კატეგორიების მიხედვით, 2021 წლის იანვარ-აგვისტოს თვეების განმავლობაში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა შემდეგი: A-91 რეგულარი ტიპის ბენზინი - 246,7 ათასი ტონა (64,7%);  A-95 პრემიუმი ტიპის ბენზინი - 127,5 ათასი ტონა (33,4%);  A-98 სუპერი ტიპის ბენზინი - 7,1 ათასი ტონა (1,9%);

 

მიმდინარე წლის იანვარ-ივლისის თვეების განმავლობაში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა თურქმენეთიდან - 169,7 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 22,8%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუსეთი - 147,1 ათასი ტონა - 19,8%; აზერბაიჯანი - 138,2 ათასი ტონა - 18,6%; რუმინეთი - 131 ათასი ტონა - 17,6%;  ბულგარეთი - 113,1 ათასი ტონა - 15,2%; საბერძნეთი - 20,6 ათასი ტონა - 2,8%; თურქეთი - 12,7 ათასი ტონა - 1,7%;  იტალია - 5,6 ათასი ტონა - 0,8%,  ყაზახეთი  - 2,5 ათასი ტონა - 0,3%,  და სხვ.

 

საწვავის იმპორტის ზრდა განპირობებულია ბენზინის იმპორტის მნიშვნელოვანი მატებით. რაც შეეხება დიზელის საწვავის იმპორტს, ის შემცირებულია იმ პირობებში, როდესაც ფიქსირდება გასულ წელთან შედარებით ეკონომიკის მნიშვნელოვანი ზრდა და ყველა ის ინდიკატორი, რომელიც განსაზღვრავს დიზელის საწვავის მოხმარებას, გაუმჯობესებულია. შესაბამისად, უნდა ხდებოდეს დიზელის საწვავის როგორც მოხმარების, ასევე იმპორტის ზრდა.

 

ჩვენი ინფორმაციით, დიზელის საწვავის იმპორტის შემცირება დაკავშირებულია ქვეყანაში აღურიცხავი დიზელის საწვავის შემოდინებასთან, რომელიც ხდება აზერბაიჯანიდან სხვადასხვა სატვირთო სატრანსპორტო საშუალებების მიერ საწვავის ავზებით, რასაც განაპირობებს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში დიზელის საწვავზე არსებული დაბალი ფასები (საშუალოდ 1,40 ლარი).

 

ასევე პირველი შემთხვევაა, რომ ბოლო თვეების განმავლობაში თურქმენეთი გახდა საქართველოში საწვავის  (91 ტიპის რეგულარი ტიპის ბენზინი და დიზელის საწვავი) სტაბილურად  ძირითადი მომწოდებელი.




უკან
ნავთობის ფასი

ლონდონი 

Bret Crude Oil (ICE) 

84.00 დოლარი/ბარელზე

+  0.82

Light Sweet Crude Oil

81.31  დოლარი/ბარელზე

+  0.87

საწვავის ფასი საქართველოში

სუპერი   3.15 ლარი 

პრემიუმი   3.07 ლარი

რეგულარი  2.81  ლარი

ევრო დიზელი  2.87 ლარი

დიზელი   2.64 ლარი

გაზი – 1.40 ლარი

 

ეკო სუპერი –  3.25 ლარი

ეკოპრემიუმი –  3.17 ლარი

ევრო რეგულარი – 3.03 ლარი

ევრო დიზელი – 2.97 ლარი

ეკო დიზელი – 3.05 ლარი

დიზელ ენერჯი –   2.92 ლარი

გაზი – 1.44 ლარი

სუპერი ecto 100 – 3.40 ლარი

ევრო სუპერი –  3.25 ლარი

პრემიუმ ავანგარდი –   3.12 ლარი

ევრო რეგულარი –  2.98 ლარი

ევრო დიზელი – 2.97 ლარი

 

სუპერი –  3.26 ლარი

ევრო პრემიუმი –  3.18 ლარი

ევრო რეგულარი – 3,03 ლარი

efix ევრო დიზელი – 3,05 ლარი

ევრო დიზელი –  2.96 ლარი

 

სუპერი –  3.25 ლარი

G-Force პრემიუმი –  3.17 ლარი

G-Force ევრო რეგულარი –  3.09 ლარი

რეგულარი – 3.03 ლარი

ევრო დიზელი – 3.07 ლარი

დიზელი – 2.99 ლარი

გაზი – 1.44 ლარი

 

 

  

2012 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE