ქართული  |   English

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი  

გამოკითხვა
რომელი კომპანიის მომსახურეობას ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:6722 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საავტომობილო ზეთს ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:4096 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი კატეგორიის საწვავს მოიხმართ?
სულ:5554 ხმა
 
04:42 25.04.2024

მაისის თვეში ნავთობპროდუქტების იმპორტი გაიზარდა

18-06-2013

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით,

 

„მიმდინარე წლის მაისის თვეში საქართველოში ნავთობპროდუქტების (ბენზინი და დიზელის საწვავი) იმპორტმა შეადგინა 74 ათასი ტონა, რაც 6 ათასი ტონით აღემატება აპრილის თვის მაჩვენებელს (68 ათასი ტონა). მათ შორის, ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 28.1 ათასი ტონა, რაც 1.4 ათასი ტონით მეტია აპრილის თვის მაჩვენებელთან შედარებით, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 45.9 ათასი ტონა, რაც 5 ათასი ტონით აღემატება წინა თვის მაჩვენებელს.

 

2013 წლის პირველი ხუთი თვის განმავლობაში საქართველოში ნავთობპროდუქტების (ბენზინი და დიზელის საწვავი) იმპორტმა შეადგინა 295.9 ათასი ტონა. მათ შორის, ბენზინის იმპორტმა შეადგინა 130.8 ათასი ტონა და დიზელის საწვავის იმპორტმა - 165.1 ათასი ტონა. გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით ბენზინის იმპორტი შემცირდა 4.5 ათასი ტონით, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტი - 0.3 ათასი ტონით.

 

საწვავის კატეგორიების მიხედვით, მ/წლის მაისის თვეში საქართველოში იმპორტირებულ იქნა: A-91 რეგულარის ტიპის ბენზინი - 16.6 ათასი ტონა, A-95 პრემიუმი ტიპის ბენზინი - 11.0 ათასი ტონა, A-98 სუპერი ტიპის ბენზინი - 0.5 ათასი ტონა.

 

ქვეყნების მიხედვით მ/წლის მაისის თვეში  A-91  მარკის ბენზინის საწვავის  იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა   რუმინეთიდან (7.2 ათასი ტონა), შემდეგ  მოდიან: ბულგარეთი (5.4 ათასი ტონა), აზერბაიჯანი (2.1 ათასი ტონა), თურქმენეთი (1.9 ათასი ტონა);  A-95 მარკის ბენზინის საწვავის იმპორტი განხორციელდა   რუმინეთიდან (5.6 ათასი ტონა), ბულგარეთიდან (4 ათასი ტონა), იტალიიდან (1.4 ათასი ტონა);  A-98 მარკის ბენზინის საწვავის იმპორტი  განხორციელდა საბერძნეთიდან (0.5 ათასი ტონა).

 

რაც შეეხება დიზელის საწვავს, მ/წლის მაისის თვეში  50 ppm დიზელის საწვავის  იმპორტის ყველაზე დიდი ოდენობა განხორციელდა   რუმინეთიდან (6.8 ათასი ტონა), შემდეგ  მოდიან: ბულგარეთი (4.3 ათასი ტონა), საბერძნეთი (0.6 ათასი ტონა), რუსეთი (0.1 ათასი ტონა). ლ-62 დიზელის საწვავის იმპორტი განხორციელდა აზერბაიჯანიდან (20.4 ათასი ტონა), რუსეთიდან (12.6 ათასი ტონა), საბერძნეთიდან (0.6 ათასი ტონა), ისრაელიდან (0.2 ათასი ტონა).

 

იმპორტის ზრდა წინა თვესთან შედარებით საკმაოდ პოზიტიურია, რაც პირდაპირ კავშირშია ბოლო პერიოდში ეკონომიკის გააქტიურებასთან. უნდა აღვნიშნოთ სოფლის მეურნეობაში მიმდინარე აქტიური სამუშაოები, ინფრასტრუქტურული პროექტების შემდგომი გაფართოება,  კიდევ უფრო გაზრდის საწვავის მოხმარებას.  ასევე დაწყებულია ზაფხულის პერიოდი, როდესაც ტრადიციულად ნავთობპროდუქტების მოხმარება ყოველთვის  მაღალია.

  

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ნავთობპროდუქტების იმპორტის მაღალი მაჩვენებელი ნიშნავს საბიუჯეტო შემოსავლების ზრდას, რაც დღეს მეტად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისათვის.

 

18.06.2013




უკან
ნავთობის ფასი

ლონდონი 

Bret Crude Oil (ICE) 

87.29  დოლარი/ბარელზე

+  0.18       

 ნიუ-იორკი

Light Sweet Crude Oil

84.19    დოლარი/ბარელზე

+ 0.07

საწვავის ფასი საქართველოში

სუპერი   3.69 ლარი 

პრემიუმი   3,31 ლარი

რეგულარი  3.12  ლარი

ევრო დიზელი  3.36 ლარი

დიზელი   3,28 ლარი

გაზი – 1.55 ლარი

 

ეკო სუპერი –  3.72 ლარი

ეკოპრემიუმი –  3.34 ლარი

ევრო რეგულარი – 3.14 ლარი

ევრო დიზელი – 3.34 ლარი

ეკო დიზელი –  3.39 ლარი

დიზელ ენერჯი –   3,29 ლარი

გაზი – 1.59 ლარი

სუპერი ecto 100 – 0.00 ლარი

ევრო სუპერი –  3.62 ლარი

პრემიუმ ავანგარდი –   3.15 ლარი

ევრო რეგულარი –  2.99  ლარი

ევრო დიზელი –  3,30 ლარი

 

სუპერი –  3.75 ლარი

ევრო პრემიუმი – 3.34  ლარი

ევრო რეგულარი – 3,20  ლარი

efix ევრო დიზელი – 3.43 ლარი

ევრო დიზელი –  3,33 ლარი

 

სუპერი – 3.77 ლარი

G-Force პრემიუმი –  3,37 ლარი

G-Force ევრო რეგულარი –  3,27 ლარი

რეგულარი – 3.17 ლარი

ევრო დიზელი –  3.39 ლარი

დიზელი –  3,29 ლარი

გაზი – 1.69 ლარი

პრემიუმი –  3,05 ლარი

ევრო რეგულარი – 2,85 ლარი

ევრო დიზელი – 3.44 ლარი

effect დიზელი –  3.40 ლარი

დიზელი –  2.90 ლარი

 

 

  

2012 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE