ქართული  |   English

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი  

გამოკითხვა
რომელი კომპანიის მომსახურეობას ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:5449 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საავტომობილო ზეთს ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:3399 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი კატეგორიის საწვავს მოიხმართ?
სულ:4489 ხმა
 
17:07 26.09.2022

საგზაო ბიტუმის ხარისხის კონტროლი მომავალშიც უნდა გაგრძელდეს

13-11-2013

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია საგზაო ბიტუმის საკითხთან დაკავშირებით, რომელზეც მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული დაგებული ასფალტის ხარისხი.

 

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს:  საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების მინისტრი დავით ნარმანია;  ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო დესპანი საქართველოში, ელჩის მოადგილე და ეკონომიკის საკითხების კურატორი მოჰსენ ქებრიაიზადე; საქართველოს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გიორგი კობეშავიძე; საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე იოსებ ქადაგიშვილი, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ქიმიურ-ნარკოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე დოდო ჩორგოლაშვილი; ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ნავთობპროდუქტების ექსპერტიზის სამმართველოს უფროსი თეო ხუჭუა; კომპანიების: ,,სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის", ,,ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას", ,,ფასტ პლიუს 1"-ის; ,,GK TRADE"-ის, ,,ჯეოლიდერის", ,,საქმილსადენმშენის", ,,ტერექსი XXI"-ის, ,,ორნა ტრეიდინგის",  „აისიჯის"  წარმომადგენლები.

 

ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის მნიშვნელოვანია  გზების მშენებლობა, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. ჩვენ, როგორც მნიშვნელოვანი სატრანზიტო ფუნქციის მატარებელმა,  ასევე ტურიზმის განვითარებაზე ორიენტირებულმა ქვეყანამ, დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ საავტომობილო გზების საკითხს და ვეცადოთ, რომ გზების მშენებლობა მაღალი სტანდარის მიხედვით მიმდინარეობდეს. ამაში კი პირდაპირ სასიცოცხლოდ  არიან დაინტერესებული როგორც ქვეყნის მთავრობა, ასევე უბრალო მოქალაქეები. აქვე უნდა აღინიშნოს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გზების მშენებლობაზე ყოველწლიურად 500 მლნ ლარია გამოყოფილი და ცალკე 200 მლნ ლარი -  ადგილობრივი ბიუჯეტებიდან.

 

ასფალტის წარმოების ერთ-ერთ ძირითად კომპონენტს წარმოადგენს ე.წ. საგზაო ბიტუმი, რომლის ხარისხიც განსაზღვრავს შემდგომ დაგებული გზის ხარისხსა და მისი ექსპლუატაციის ვადას.

 

როგორც ცნობილია, სანავთობო ბიტუმი საქართველოში არ იწარმოება და მისი იმპორტი ხორციელდება სხვადასხვა ქვეყნებიდან. მათ შორის, ერთ-ერთი დიდი მომწოდებელი გახლავთ ირანის ისლამური რესპუბლიკა. თუ გადავხედავთ სტატისტიკურ მაჩვენებლებს, 2013 წლის იანვარ-ოქტომბრის თვეების განმავლობაში საქართველოში სულ იმპორტირებულ იქნა 52,5 ათასი ტონა ბიტუმი, ხოლო ყველაზე დიდი ოდენობით შემოვიდა სექტემბერ-ოქტომბრის თვეებში. მათ შორის, ყველაზე დიდი წილი შემოდის  ირანის ისლამური რესპუბლიკიდან. კერძოდ,  მ/წელს ირანის ისლამური რესპუბლიკიდან შემოვიდა 51,86 ათასი ტონა (მთელი იმპორტის დაახლოებით 98.8%) საგზაო ბიტუმი,  იმპორტის დანარჩენი წილი კი ნაწილდება  სხვა ქვეყნებზე.

 

ბოლო წლების განმავლობაში  საქართველოში ხშირად ჰქონდა ადგილი უხარისხო პროდუქციის შემოტანას, რომელიც თავის მხრივ გავლენას ახდენდა დაგებული ალფალტის ხარისხზე, რის შედეგსაც ჩვენ თვალნათლივ ვხედავდით.

 

ჩვენს მიერ საქართველოს მთავრობის წინაშე საკითხი დასმულ იქნა იმპორტირებული საგზაო ბიტუმის ხარისხობრივი კონტროლის შემოღებასთან დაკავშირებით. შესაბამისად მიღებულ იქნა აბსოლუტურად მართებული გადაწყვეტილება და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 10 ივნისის ბრძანება №188-ის თანახმად „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის 290 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ" დაიწყო საქართველოში იმპორტირებული ყველა საგზაო ბიტუმის ხარისხობრივი შემოწმება.  შემდგომ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 15 აგვისტოს ბრძანება №271-ის თანახმად ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ ზემოაღნიშნული კონტროლი შეზღუდულ იქნა და ხორციელდება შერჩევით.

 

საგზაო ბიტუმის ხარისხის კონტროლმა თავისი შედეგი გამოიღო. მნიშვნელოვნად შეიზღუდა ადგილობრივ ბაზარზე უხარისხო პროდუქციის შემოდინება. რამდენიმე ასეული ტონა საგზაო ბიტუმი უკან გაბრუნდა საქართველოს საზღვრიდან, რაზეც შესაბამისი განცხადებები გააკეთა შემოსავლების სამსახურმა. მთლიანობაში ვითარება უკეთესობისკენ შეიცვალა.  შესაბამისად დაგებული ასფალტის ხარისხი გაცილებით უკეთესი იქნება. ასევე ბიზნეს-გარემო შეიცვალა უკეთესობისკენ, უფრო კონკურენტულ გარემოში აღმოჩნდნენ მეწარმეები.

 

კონფერენციაზე გამომსვლელების მიერ გამოითქვა მადლიერება იმ დამოკიდებულებისადმი, რომელსაც იჩენს საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, შემოსავლების სამსახური ბიტუმის იმპორტიორი კომპანიების მიმართ.

 

უახლოეს პერიოდში სამინისტრო წარმოადგენს ეროვნულ სტანდარტს საგზაო ბიტუმთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია ასევე, რომ საგზაო ბიტუმის ხარისხის კონტროლი სახელმწიფოს მხრიდან მომავალშიც გაგრძელდება.

 

საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების მინისტრის დავით ნარმანიას მხრიდან გამოთქვა მზადყოფნა, რომ აღნიშნული ფორმატის შეხვედრები მომავალშიც შედგეს, რადგან ეს ხელს უწყობს უშუალო პირდაპირ კომუნიკაციას ბიზნეს-სექტორსა და სახელმწიფო უწყებების პირველ პირებს შორის.




უკან
ნავთობის ფასი

ლონდონი 

Bret Crude Oil (ICE) 

86.15 დოლარი/ბარელზე

-   4.31

 ნიუ-იორკი

Light Sweet Crude Oil

78.74  დოლარი/ბარელზე

-  4.75

 

საწვავის ფასი საქართველოში

სუპერი   4.15 ლარი 

პრემიუმი   3.67 ლარი

რეგულარი  3,38  ლარი

ევრო დიზელი  4.30 ლარი

დიზელი   4.17 ლარი

გაზი – 1.55 ლარი

 

ეკო სუპერი –  4.05 ლარი

ეკოპრემიუმი –  3.69 ლარი

ევრო რეგულარი – 3.39 ლარი

ევრო დიზელი –4.17 ლარი

ეკო დიზელი – 4.27 ლარი

დიზელ ენერჯი –   4.08 ლარი

გაზი – 1.59 ლარი

სუპერი ecto 100 – 0.00 ლარი

ევრო სუპერი –  3,95 ლარი

პრემიუმ ავანგარდი –   3.60 ლარი

ევრო რეგულარი –  3.35 ლარი

ევრო დიზელი –4.15 ლარი

 

სუპერი –  4.05 ლარი

ევრო პრემიუმი – 3.69 ლარი

ევრო რეგულარი – 3,50 ლარი

efix ევრო დიზელი –4.27 ლარი

ევრო დიზელი –  4.20 ლარი

 

სუპერი – 3.99 ლარი

G-Force პრემიუმი –  3.69 ლარი

G-Force ევრო რეგულარი –  3.49 ლარი

რეგულარი – 3.29 ლარი

ევრო დიზელი – 4.17 ლარი

დიზელი – 4.07 ლარი

გაზი – 1.69 ლარი

პრემიუმი –  3.59 ლარი

ევრო რეგულარი – 3,09 ლარი

ევრო დიზელი –4.29 ლარი

effect დიზელი –  4.19 ლარი

დიზელი –  3.75 ლარი

 

 

  

2012 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE