ქართული  |   English

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი  

გამოკითხვა
რომელი კომპანიის მომსახურეობას ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:6718 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საავტომობილო ზეთს ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:4095 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი კატეგორიის საწვავს მოიხმართ?
სულ:5552 ხმა
 
13:36 16.04.2024

2015 წელს ნავთობპროდუქტების სექტორში მიმდინარე მოვლენების ზოგადი მიმოხილვა

30-12-2015

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით:

 

მთლიანობაში 2015 წელი შეიძლება შეფასდეს, როგორც დადებითი. აღნიშნული წელი ხასიათდებოდა ბევრი დადებითი და პოზიტიური მოვლენით.

 

კერძოდ, ხორციელდებოდა ინვესტიციები, რის შედეგადაც ხდებოდა ინფრასტრუქტურის განახლება. გრძელდება ახალი თანამედროვე ავტოგასამართი სადგურების მშენებლობა, რომლებიც აკმაყოფილებენ ევრო სტანდარტის ყველა პარამეტრს. გარდა ამისა, აქტიურად მიმდინარეობს რიგი კომპანიების მიერ ავტოგაზის გასამართი სადგურების მშენებლობა და განვითარება.

 

მიმდინარე წელს კომპანიები აქტიურად ავითარებდნენ სხვადასხვა სახის მომსახურეობის სერვისს. მათ შორის მნიშვნელოვანია ის, რომ თითოეულ კომპანიას თავისი კორპორატიული, ლოიალური  მომხმარებლისთვის გააჩნია სხვადასხვა სახის ფასდაკლებები, პროდუქტები. ამგვარი მომხმარებელი კომპანიის გაყიდვებში საკმაოდ სოლიდურ წილს იკავებს.

 

ნავთობპროდუქტების იმპორტი და მოხმარება იყო რეკორდულ მაჩვენებელზე სხვა წლებთან შედარებით. შესაბამისად, საბიუჯეტო შენატანები კვლავინდებურად მაღალ ნიშნულზე იქნება და ამ ნიშნით ნავთობპროდუქტების სექტორი კვლავ ყველაზე მსხვილი გადამხდელია სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

ამავდროულად, დაიწყო განვითარება არაბრენდირებულმა სექტორმა. კერძოდ, დღეისათვის თუ ბრენდირებული გასამართი სადგურების რაოდენობაა დაახლოებით 530 ერთეული, არაბრენდირებულები შეადგენენ  დაახლოებით 460 ერთეულს. სექტორში საქმიანობს 20-ზე მეტი ნავთობპროდუქტების იმპორტიორი კომპანია. გაზრდილია არაბრენდირებული გასამართი სადგურების მიერ საწვავის რეალიზაციები და მათი გეოგრაფიული არეალი.

 

მნიშვნელოვანია ასევე ნავთობის ფასის ვარდნა მსოფლიოში, რომლის პარალელურადაც შემცირებულია ნავთობპროდუქტების საერთაშორისო ფასი Platt’s-ის მიხედვით, რამაც გამოიწვია ჩვენს ადგილობრივ ქსელშიც საწვავის ფასის შემცირება.  აგვისტოს თვიდან მოყოლებული საწვავის ფასი შემცირებულია საშუალოდ 40 თეთრით ლიტრაზე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში ლარის მკვეთრად გაუფასურების გამო, რაც პირდაპირ მოქმედებს საწვავის ფასის ღირებულებაზე, ვერ მოხდა საწვავის ფასის უფრო მეტად შემცირება.  საწვავის ფასის კლება მომავალ წელსაც გაგრძელდება.

 

2016  წლიდან იგეგმება საწვავის ხარისხობრივი მაჩვენებლების გაუმჯობესება და სახელმწიფო და საზოგადოებრივი კონტროლი. კერძოდ, ბენზინის შემთხვევაში ქვეყანა გადადის  ევრო 5-ის სტანდარტზე. რაც შეეხება დიზელის საწვავს, ის ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მაღალი ხარისხობრივი მაჩვენებლის იქნება. ეს ხელს შეუწყობს როგორც გარემოს დაცვას, ასევე ბაზარზე კონკურენტული გარემოს დამკვიდრებასა და განვითარებას.




უკან
ნავთობის ფასი

ლონდონი 

Bret Crude Oil (ICE) 

90.45  დოლარი/ბარელზე

+ 0.71       

 ნიუ-იორკი

Light Sweet Crude Oil

85.49    დოლარი/ბარელზე

+ 0.38

საწვავის ფასი საქართველოში

სუპერი   3.69 ლარი 

პრემიუმი   3,25 ლარი

რეგულარი  3.07  ლარი

ევრო დიზელი  3.36 ლარი

დიზელი   3,28 ლარი

გაზი – 1.55 ლარი

 

ეკო სუპერი –  3.72 ლარი

ეკოპრემიუმი –  3.27 ლარი

ევრო რეგულარი – 3.07 ლარი

ევრო დიზელი – 3.34 ლარი

ეკო დიზელი –  3.39 ლარი

დიზელ ენერჯი –   3,29 ლარი

გაზი – 1.59 ლარი

სუპერი ecto 100 – 0.00 ლარი

ევრო სუპერი –  3.62 ლარი

პრემიუმ ავანგარდი –   3.15 ლარი

ევრო რეგულარი –  2.99  ლარი

ევრო დიზელი –  3,30 ლარი

 

სუპერი –  3.69 ლარი

ევრო პრემიუმი – 3.25  ლარი

ევრო რეგულარი – 3,11  ლარი

efix ევრო დიზელი – 3.39 ლარი

ევრო დიზელი –  3,29 ლარი

 

სუპერი – 3.75 ლარი

G-Force პრემიუმი –  3,29 ლარი

G-Force ევრო რეგულარი –  3,19 ლარი

რეგულარი – 3.09 ლარი

ევრო დიზელი –  3.39 ლარი

დიზელი –  3,29 ლარი

გაზი – 1.69 ლარი

პრემიუმი –  3,00 ლარი

ევრო რეგულარი – 2,80 ლარი

ევრო დიზელი – 3.44 ლარი

effect დიზელი –  3.40 ლარი

დიზელი –  2.90 ლარი

 

 

  

2012 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE