ქართული  |   English

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი  

გამოკითხვა
რომელი კომპანიის მომსახურეობას ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:6720 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საავტომობილო ზეთს ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:4095 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი კატეგორიის საწვავს მოიხმართ?
სულ:5553 ხმა
 
01:23 20.04.2024

საწვავის ფასი შემცირებას განაგრძობს

25-01-2016

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით:

 

მსოფლიოში ნავთობის ფასი კვლავ მცირდება. კერძოდ, წლის დასაწყისიდან დღემდე ლონდონში Brent ტიპის ნავთობის ფასი შემცირებულია 5,42 დოლარით/ბარელზე ანუ 14,5%-ით 32,18 დოლარამდე/ბარელზე, ხოლო ნიუ-იორკში Light Sweet ნავთობის ფასი - 4,90 დოლარით/ბარელზე ანუ 13,2%-ით 32,22 დოლარამდე/ბარელზე.

 

ნავთობის ფასის პარალელურად მცირდება ასევე საერთაშორისო ფასები ნავთობპროდუქტებზე Platt’s-ის მიხედვით, რომელზედაცაა დამოკიდებული საწვავის ფასი საქართველოში, ვინაიდან ჩვენ ვახორციელებთ საწვავის იმპორტს, და არა ნედლი ნავთობისა. კერძოდ. წლის დასაწყისიდან დღემდე საერთაშორისო ფასები ბენზინზე Platt’s-ის მიხედვით შემცირებულია 24 დოლარით/ტონაზე ანუ 5,6%-ით, ხოლო 10PPM დიზელის ფასი - 40,75 დოლარით/ტონაზე ანუ 12,9%-ით.

 

Platt’s-ის მიხედვით საერთაშორისო ფასების შემცირების პარალელურად საქართველოში წლის დასაწყისიდან დღემდე რამოდენიმეჯერ მოხდა საწვავის ფასის შემცირება, მათ შორის ამ ბოლო 2-3 დღეში.

 

მთლიანობაში იანვრის თვიდან დაწყებული  ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე სხვადასხვა კომპანიების მიერ ყველაზე მოხმარებადი რეგულარი ტიპის ბენზინის საწვავის ფასი შემცირებულია საშუალოდ 9-15 თეთრით ლიტრაზე ანუ 6-9%-ით; ხოლო ევრო დიზელის ფასი - საშუალოდ 8-18 თეთრით/ლიტრაზე ანუ 5-10 %-ით.

 

საერთაშორისო ფასების შემცირების პარალელურად საწვავზე ფასების კლება მომავალშიც გაგრძელდება.




უკან
ნავთობის ფასი

ლონდონი 

Bret Crude Oil (ICE) 

90.02  დოლარი/ბარელზე

- 0.08       

 ნიუ-იორკი

Light Sweet Crude Oil

85.13    დოლარი/ბარელზე

- 1.21

საწვავის ფასი საქართველოში

სუპერი   3.69 ლარი 

პრემიუმი   3,25 ლარი

რეგულარი  3.07  ლარი

ევრო დიზელი  3.36 ლარი

დიზელი   3,28 ლარი

გაზი – 1.55 ლარი

 

ეკო სუპერი –  3.72 ლარი

ეკოპრემიუმი –  3.27 ლარი

ევრო რეგულარი – 3.07 ლარი

ევრო დიზელი – 3.34 ლარი

ეკო დიზელი –  3.39 ლარი

დიზელ ენერჯი –   3,29 ლარი

გაზი – 1.59 ლარი

სუპერი ecto 100 – 0.00 ლარი

ევრო სუპერი –  3.62 ლარი

პრემიუმ ავანგარდი –   3.15 ლარი

ევრო რეგულარი –  2.99  ლარი

ევრო დიზელი –  3,30 ლარი

 

სუპერი –  3.69 ლარი

ევრო პრემიუმი – 3.25  ლარი

ევრო რეგულარი – 3,11  ლარი

efix ევრო დიზელი – 3.39 ლარი

ევრო დიზელი –  3,29 ლარი

 

სუპერი – 3.75 ლარი

G-Force პრემიუმი –  3,29 ლარი

G-Force ევრო რეგულარი –  3,19 ლარი

რეგულარი – 3.09 ლარი

ევრო დიზელი –  3.39 ლარი

დიზელი –  3,29 ლარი

გაზი – 1.69 ლარი

პრემიუმი –  3,00 ლარი

ევრო რეგულარი – 2,80 ლარი

ევრო დიზელი – 3.44 ლარი

effect დიზელი –  3.40 ლარი

დიზელი –  2.90 ლარი

 

 

  

2012 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE