ქართული  |   English

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი  

გამოკითხვა
რომელი კომპანიის მომსახურეობას ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:5449 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საავტომობილო ზეთს ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:3399 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი კატეგორიის საწვავს მოიხმართ?
სულ:4489 ხმა
 
15:45 26.09.2022

საწვავის ფასი კვლავ მცირდება

16-02-2016

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით:

 

თებერვლის თვეში ნავთობის ფასი კვლავ დაბალ ნიშნულს ინარჩუნებს. კერძოდ, 15 თებერვლის მდგომარეობით ლონდონში InterContinental Exchange Futures Europe-ზე (IСE Futures Europe) - Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 33,99 დოლარი/ბარელზე, ხოლო ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) - Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა -  29,76  დოლარი/ბარელზე.  

 

მიმდინარე დაბალი საერთაშორისო ფასები განპირობებულია სხვადასხვა გარემოებებით. მათ შორის, ერთ-ერთ ძირითად და უცვლელ ფაქტორს წარმოადგენს ის, რომ მსოფლიოში ნავთობის მიწოდება აჭარბებს მოთხოვნილებას, რის შედეგადაც ბაზარზე ფიქსირდება ნავთობის ჭარბი ოდენობა.  მნიშვნელოვანია ოპეკის ბოლო პერიოდის პოლიტიკა ნავთობის მოპოვების ოდენობის უცვლელად დატოვებასთან დაკავშირებით. აღსანიშნავია ასევე ირანის დაბრუნება მსოფლიო სანავთობო ბაზარზე. ოფიციალური მონაცემებით, იანვრის თვეში ირანიდან ნავთობის ექსპორტმა შეადგინა 1,3 მილიონი ბარელი/დღეში და მომავალში კიდევ უფრო მეტად გაზრდა იგეგმება; მიმდინარე ეტაპზე ფიქსირდება ჩინეთის ეკონომიკური ზრდის შენელება, შესაბამისად, იანვრის თვეში დაფიქსირდა ჩინეთის მხრიდან ნავთობის იმპორტის მნიშვნელოვანი შემცირება. ცნობისათვის, ჩინეთი მსოფლიოში ნავთობის მოხმარების მხრივ მეორე ადგილზეა.

 

ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოს საცალო ქსელში რიგი კომპანიების მიერ სხვადასხვა ტიპის საწვავზე კვლავ გაგრძელდა ფასების შემცირება. მთლიანობაში იანვრის თვიდან დაწყებული  ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე სხვადასხვა კომპანიების მიერ ყველაზე მოხმარებადი რეგულარი ტიპის ბენზინის საწვავის ფასი შემცირებულია საშუალოდ 15-20 თეთრით ლიტრაზე; პრემიუმი ტიპის ბენზინის ფასი - საშუალოდ 13-21 თეთრით/ლიტრაზე,  ხოლო ევრო დიზელის ფასი - საშუალოდ 15-33 თეთრით/ლიტრაზე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეროვნული ვალუტა - ლარი  უფასურდება დოლართან მიმართებაში. კერძოდ, წლის დასაწყისში ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში შეადგენდა 2,3966 ერთეულს, ხოლო დღეისათვის -  2,4921 ერთეულს. შესაბამისად, ვერ მოხდა საწვავზე ფასის უფრო მეტად შემცირება.

 

კერძოდ, დღეისათვის ჩვენთან ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე 1 ლიტრი საწვავის საშუალო ფასი შეადგენს: სუპერი ტიპის ბენზინი - 1,69-1,85 ლარი; პრემიუმი ტიპის ბენზინი - 1,59-1,70 ლარი; რეგულარის ტიპის ბენზინი - 1,39-1,59 ლარი; დიზელი -62 -1,37-1,49 ლარი; ევრო დიზელი - 1,39-1,65 ლარი.




უკან
ნავთობის ფასი

ლონდონი 

Bret Crude Oil (ICE) 

86.15 დოლარი/ბარელზე

-   4.31

 ნიუ-იორკი

Light Sweet Crude Oil

78.74  დოლარი/ბარელზე

-  4.75

 

საწვავის ფასი საქართველოში

სუპერი   4.15 ლარი 

პრემიუმი   3.67 ლარი

რეგულარი  3,38  ლარი

ევრო დიზელი  4.30 ლარი

დიზელი   4.17 ლარი

გაზი – 1.55 ლარი

 

ეკო სუპერი –  4.05 ლარი

ეკოპრემიუმი –  3.69 ლარი

ევრო რეგულარი – 3.39 ლარი

ევრო დიზელი –4.17 ლარი

ეკო დიზელი – 4.27 ლარი

დიზელ ენერჯი –   4.08 ლარი

გაზი – 1.59 ლარი

სუპერი ecto 100 – 0.00 ლარი

ევრო სუპერი –  3,95 ლარი

პრემიუმ ავანგარდი –   3.60 ლარი

ევრო რეგულარი –  3.35 ლარი

ევრო დიზელი –4.15 ლარი

 

სუპერი –  4.05 ლარი

ევრო პრემიუმი – 3.69 ლარი

ევრო რეგულარი – 3,50 ლარი

efix ევრო დიზელი –4.27 ლარი

ევრო დიზელი –  4.20 ლარი

 

სუპერი – 3.99 ლარი

G-Force პრემიუმი –  3.69 ლარი

G-Force ევრო რეგულარი –  3.49 ლარი

რეგულარი – 3.29 ლარი

ევრო დიზელი – 4.17 ლარი

დიზელი – 4.07 ლარი

გაზი – 1.69 ლარი

პრემიუმი –  3.59 ლარი

ევრო რეგულარი – 3,09 ლარი

ევრო დიზელი –4.29 ლარი

effect დიზელი –  4.19 ლარი

დიზელი –  3.75 ლარი

 

 

  

2012 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE