ქართული  |   English

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი  

გამოკითხვა
რომელი კომპანიის მომსახურეობას ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:6722 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საავტომობილო ზეთს ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:4096 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი კატეგორიის საწვავს მოიხმართ?
სულ:5554 ხმა
 
10:54 25.04.2024

საწვავის ფასთან დაკავშირებული საკითხი

21-04-2016

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით:

 

„ბოლო პერიოდში ნავთობის ფასი იზრდება. კერძოდ, მარტის თვიდან დღემდე ნავთობის ფასი ლონდონის ბირჟაზე გაიზარდა საშუალოდ 9 დოლარით/ბარელზე, ხოლო ნიუ-იორკში - 10,08 დოლარით/ბარელზე. დღეისათვის,  ლონდონში InterContinental Exchange Futures Europe-ზე (IСE Futures Europe) - Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 45.57 დოლარი/ბარელზე, ხოლო ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) - Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა -  43.97  დოლარი/ბარელზე

 

ნავთობის ფასის მიმდინარე ტენდენცია მნიშვნელოვანწილად იყო დამოკიდებული 17 აპრილს კატარში გამართულ ნავთობის მწარმოებელი ქვეყნების შეხვედრაზე, სადაც განხილულ იყო ნავთობის მოპოვების იანვრის თვის დონეზე „გაყინვის“ საკითხი. თუმცა შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა, ვერ მოხერხდა შეთანხმების მიღწევა. იყო მოლოდინი იმისა, რომ აღნიშნული შეხვედრის შემდეგ ნავთობის ფასები შემცირდებოდა, თუმცა პროგნოზები არ გამართლდა და ფასები შემცირების მაგივრად ზრდისკენ წავიდა და დღეისათვის ბოლო 5 თვის მაქსიმუმ მაჩვენებელზე დგას.

 

ნავთობის ფასების პარალელურად გაზრდილია ასევე საერთაშორისო ფასები ნავთობპროდუქტებზე Platt’s-ის მიხედვით. კერძოდ, 1 მარტიდან დღემდე ბენზინის საერთაშორისო ფასი გაზრდილია საშუალოდ 94 დოლარით/ტონაზე, ხოლო 10PPM დიზელის ფასი - საშუალოდ 61 დოლარით/ტონაზე.

 

უნდა აღინიშნოს ასევე საქართველოს ეროვნული ვალუტის - ლარის  გამყარება დოლართან მიმართებაში. შედარებისათვის, 1 მარტს ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში შეადგენდა 2,4713 ერთეულს, ხოლო დღეისათვის -  2,2340 ერთეულს.

 

შესაბამისად, მარტის თვიდან დაწყებული საქართველოს საცალო ქსელში ფასების ცვლილება განხორციელდა რამოდენიმეჯერ. კერძოდ, 17-22 მარტს საცალო ქსელში ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე სხვადასხვა სახეობის საწვავის ფასი შემცირდა საშუალოდ 3-5 თეთრით/ლიტრაზე (ეს მოხდა ადრე დაბალი ფასის დროს შეძენილი პროდუქციის მარაგების ხარჯზე). ხოლო აპრილის თვეში მოხდა საწვავის ფასის ზრდა საშუალოდ 5-10 თეთრით/ლიტრაზე.

 

საწვავის ფასის ზრდა შეეხო როგორც ბრენდირებული, ასევე არაბრენდირებული ავტოგასამართ სადგურებს.

 

დღეისათვის ბრენდირებულ  ავტოგასამართ სადგურებზე 1 ლიტრი საწვავის საშუალო ფასი შეადგენს: სუპერი ტიპის ბენზინი - 1,70-1,88 ლარი; პრემიუმი ტიპის ბენზინი - 1,60-1,75 ლარი; რეგულარის ტიპის ბენზინი - 1,40-1,65 ლარი; დიზელი -62 -1,37-1,49 ლარი; ევრო დიზელი - 1,40-1,65 ლარი.




უკან
ნავთობის ფასი

ლონდონი 

Bret Crude Oil (ICE) 

87.29  დოლარი/ბარელზე

+  0.18       

 ნიუ-იორკი

Light Sweet Crude Oil

84.19    დოლარი/ბარელზე

+ 0.07

საწვავის ფასი საქართველოში

სუპერი   3.69 ლარი 

პრემიუმი   3,31 ლარი

რეგულარი  3.12  ლარი

ევრო დიზელი  3.36 ლარი

დიზელი   3,28 ლარი

გაზი – 1.55 ლარი

 

ეკო სუპერი –  3.72 ლარი

ეკოპრემიუმი –  3.34 ლარი

ევრო რეგულარი – 3.14 ლარი

ევრო დიზელი – 3.34 ლარი

ეკო დიზელი –  3.39 ლარი

დიზელ ენერჯი –   3,29 ლარი

გაზი – 1.59 ლარი

სუპერი ecto 100 – 0.00 ლარი

ევრო სუპერი –  3.62 ლარი

პრემიუმ ავანგარდი –   3.15 ლარი

ევრო რეგულარი –  2.99  ლარი

ევრო დიზელი –  3,30 ლარი

 

სუპერი –  3.75 ლარი

ევრო პრემიუმი – 3.34  ლარი

ევრო რეგულარი – 3,20  ლარი

efix ევრო დიზელი – 3.43 ლარი

ევრო დიზელი –  3,33 ლარი

 

სუპერი – 3.77 ლარი

G-Force პრემიუმი –  3,37 ლარი

G-Force ევრო რეგულარი –  3,27 ლარი

რეგულარი – 3.17 ლარი

ევრო დიზელი –  3.39 ლარი

დიზელი –  3,29 ლარი

გაზი – 1.69 ლარი

პრემიუმი –  3,05 ლარი

ევრო რეგულარი – 2,85 ლარი

ევრო დიზელი – 3.44 ლარი

effect დიზელი –  3.40 ლარი

დიზელი –  2.90 ლარი

 

 

  

2012 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE