ქართული  |   English

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი  

გამოკითხვა
რომელი კომპანიის მომსახურეობას ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:6720 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საავტომობილო ზეთს ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:4095 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი კატეგორიის საწვავს მოიხმართ?
სულ:5553 ხმა
 
22:24 19.04.2024

საწვავის ფასების მიმოხილვა ევროპის ქვეყნებსა და საქართველოში

23-05-2016

,,ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის" განცხადებით:

 

ჩვენ მიმოვიხილავთ საწვავის ფასს მაისის თვის შუა რიცხვების მდგომარეობით. ბოლო ორი კვირის განმავლობაში ევროპაში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი გაიზარდა 0,01 ევროთი/ლიტრაზე და შეადგენს საშუალოდ 1,14 ევროს/ლიტრაზე.

 

ევროპის ქვეყნებში ყველაზე ძვირი საწვავი გახლავთ ნიდერლანდებში, ნორვეგიასა და იტალიაში. ამ ქვეყნებში საწვავის ფასი დაახლოებით 25-30%-ით აღემატება ევროპის სხვა ქვეყნების საშუალო ფასებს.  კერძოდ, ნიდერლანდებში სუპერი ტიპის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს  1,68 ევროს (დაახლოებით 4,04 ლარი (საქართველოში არსებული დღევანდელი გაცვლითი კურსით), პრემიუმი ტიპის ბენზინი - 1,60 ევროს (დაახლოებით 3,85 ლარი), დიზელის საწვავი - 1,23 ევროს (დაახლოებით 2,96 ლარი); ნორვეგიაში სუპერი ტიპის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს  1,73 ევროს (დაახლოებით 4,16 ლარი), პრემიუმი ტიპის ბენზინი - 1,62 ევროს (დაახლოებით 3,90 ლარი), დიზელის საწვავი - 1,44 ევროს (დაახლოებით 3,46 ლარი); იტალიაში სუპერი ტიპის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს 1,61 ევროს (დაახლოებით 3,87 ლარი), პრემიუმი ტიპის ბენზინი - 1,54 ევროს (დაახლოებით 3,71 ლარი), დიზელის საწვავი - 1,41 ევროს (დაახლოებით 3,39 ლარი).

 

ყველაზე იაფი საწვავი არის რუსეთში: სუპერი ტიპის ბენზინის ფასი - 0,58 ევრო (დაახლოებით 1,40 ლარი), პრემიუმი ტიპის ბენზინი - 0,51 ევრო (დაახლოებით 1,23 ლარი), დიზელის საწვავი - 0,48 ევროს (დაახლოებით 1,16 ლარი).

 

ასევე უნდა აღინიშნოს საწვავის ფასი ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, როგორებიც არიან  სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, მოლდავეთი. კერძოდ, სომხეთში - 1 ლიტრი სუპერი ტიპის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს 0,79 ევროს (დაახლოებით 1,90 ლარი), პრემიუმი ტიპის ბენზინი - 0,76 ევროს (დაახლოებით 1,83 ლარი), დიზელის საწვავი - 0,70 ევროს (დაახლოებით 1,68 ლარი);  აზერბაიჯანში -  სუპერი ტიპის ბენზინის ფასი - 0,61 ევროს (დაახლოებით 1,47 ლარი), პრემიუმი ტიპის ბენზინი - 0,56 ევროს (დაახლოებით 1,35  ლარი) - ამ ორივე პროდუქტს აზერბაიჯანი არ აწარმოებს და ის ევროპიდან იმპორტირებულია, ადგილობრივი წარმოებული დიზელის საწვავი - 0,35 ევროს (დაახლოებით 0,84 ლარი); უკრაინაში - სუპერი ტიპის ბენზინის ფასი - 0,81 ევროს (დაახლოებით 1,95 ლარი), პრემიუმი ტიპის ბენზინი - 0,78 ევროს (დაახლოებით 1,88 ლარი), დიზელის საწვავი - 0,67 ევროს (დაახლოებით 1,61 ლარი); მოლდავეთში - სუპერი ტიპის ბენზინის ფასი - 0,73 ევროს (დაახლოებით 1,76 ლარი), პრემიუმი ტიპის ბენზინი - 0,70 ევროს (დაახლოებით 1,68 ლარი), დიზელის საწვავი - 0,58 ევროს (დაახლოებით 1,40 ლარი).

 

რაც შეეხება საქართველოს საცალო ქსელს, ჩვენთან ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე 1 ლიტრი საწვავის საშუალო ფასები შეადგენს: სუპერი  ტიპის  ბენზინი - 1,73-1,93 ლარი პრემიუმი  ტიპის ბენზინი  -  1,63-1,77 ლარი;  რეგულარის  ტიპის  ბენზინი  1,44-1,70 ლარი დიზელი ლ-62 - 1,42-1,54 ლარი ევრო დიზელი  -  1,43-1,69  ლარი. ხოლო არაბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის ფასი 10-15 თეთრით ნაკლებია ლიტრაზე.

 

ქვევით იხილეთ საწვავის ფასთა ცხრილი ევროპის რიგ ქვეყნებში მაისის თვის შუა რიცხვების მდგომარეობით.

 

ქვეყანა 

ბენზინი 95 

ბენზინი 98 

დიზელი 

 რუსეთი

 0,51 ევრო (1,23 ლ)

 0,58 ევრო (1,40 )

 0,48 ევრო (1,16 )

 აზერბაიჯანი

 0,56 ევრო (1,35 ლ) 

 0,61 ევრო (1,47 ლ)

 0,35 ევრო (0,84 )

 უკრაინა

 0,78 ევრო (1,88 ლ)

0,81 ევრო (1,95 ლ) 

 0,67 ევრო (1,61 )

 სომხეთი

 0,76 ევრო (1,83 ლ)

 0,79 ევრო (1,90 ლ)

 0,70 ევრო (1,68 )

 მოლდავეთი

 0,70 ევრო (1,68 ლ)

 0,73 ევრო (1,76 ლ)

 0,58 ევრო (1,40 )

 ლატვია

 1,06  ევრო (2,55 ლ)

 1,11 ევრო (2,67 ლ)

 0,93 ევრო (2,24 )

 ლიტვა

 1,12 ევრო (2,70 ლ)

 1,16 ევრო (2,79 ლ)

 0,99 ევრო (2,38 )

 საბერძნეთი

 1,39 ევრო (3,34 ლ)

 1,54 ევრო (3,71 ლ)

 1,05 ევრო (2,53 )

 ნორვეგია

 1,62 ევრო (3,90 ლ)

 1,73 ევრო (4,16 ლ)

 1,44 ევრო (3,46 )

 ნიდერლანდები

 1,60 ევრო (3,85 ლ)

 1,68 ევრო (4,04 ლ)

 1,23 ევრო (2,96 )

 თურქეთი

 1,35 ევრო (3,24 ლ) 

 1,36 ევრო (3,27 ლ)

 1,12 ევრო (2,70 )

 იტალია

 1,54 ევრო (3,71 ლ) 

 1,61 ევრო (3,87 ლ)

 1,41 ევრო (3,39 )

 გერმანია

 1,33 ევრო (3,20 ლ) 

 1,44 ევრო (3,46 ლ)

 1,09 ევრო (2,62 )

 საფრანგეთი

 1,32 ევრო  (3,18 ლ)

 1,38 ევრო (3,32 ლ)

 1,11 ევრო (2,67 )

 ესპანეთი

 1,17 ევრო  (2,81 ლ)

 1,30 ევრო (3,13 ლ)

 1,02 ევრო (2,45 )




უკან
ნავთობის ფასი

ლონდონი 

Bret Crude Oil (ICE) 

90.02  დოლარი/ბარელზე

- 0.08       

 ნიუ-იორკი

Light Sweet Crude Oil

85.13    დოლარი/ბარელზე

- 1.21

საწვავის ფასი საქართველოში

სუპერი   3.69 ლარი 

პრემიუმი   3,25 ლარი

რეგულარი  3.07  ლარი

ევრო დიზელი  3.36 ლარი

დიზელი   3,28 ლარი

გაზი – 1.55 ლარი

 

ეკო სუპერი –  3.72 ლარი

ეკოპრემიუმი –  3.27 ლარი

ევრო რეგულარი – 3.07 ლარი

ევრო დიზელი – 3.34 ლარი

ეკო დიზელი –  3.39 ლარი

დიზელ ენერჯი –   3,29 ლარი

გაზი – 1.59 ლარი

სუპერი ecto 100 – 0.00 ლარი

ევრო სუპერი –  3.62 ლარი

პრემიუმ ავანგარდი –   3.15 ლარი

ევრო რეგულარი –  2.99  ლარი

ევრო დიზელი –  3,30 ლარი

 

სუპერი –  3.69 ლარი

ევრო პრემიუმი – 3.25  ლარი

ევრო რეგულარი – 3,11  ლარი

efix ევრო დიზელი – 3.39 ლარი

ევრო დიზელი –  3,29 ლარი

 

სუპერი – 3.75 ლარი

G-Force პრემიუმი –  3,29 ლარი

G-Force ევრო რეგულარი –  3,19 ლარი

რეგულარი – 3.09 ლარი

ევრო დიზელი –  3.39 ლარი

დიზელი –  3,29 ლარი

გაზი – 1.69 ლარი

პრემიუმი –  3,00 ლარი

ევრო რეგულარი – 2,80 ლარი

ევრო დიზელი – 3.44 ლარი

effect დიზელი –  3.40 ლარი

დიზელი –  2.90 ლარი

 

 

  

2012 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE