ქართული  |   English

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი  

გამოკითხვა
რომელი კომპანიის მომსახურეობას ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:5251 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საავტომობილო ზეთს ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:3296 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი კატეგორიის საწვავს მოიხმართ?
სულ:4301 ხმა
 
01:25 08.08.2022

ნავთობის მიმდინარე ფასების მიმოხილვა

08-06-2016

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით:

 

„ბოლო პერიოდში ნავთობის ფასი იზრდება და დღეისათვის ბოლო 8 თვის მაქსიმუმ მაჩვენებელზე დგას. დღეისათვის,  ლონდონში InterContinental Exchange Futures Europe-ზე (IСE Futures Europe) - Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 51,48 დოლარი/ბარელზე, ხოლო ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) - Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა -  50,43 დოლარი/ბარელზე.

 

ნავთობის მიმდინარე ფასებზე  მოქმედებს  შემდეგი ძირითადი ფაქტორები:

 

ბოლო პერიოდში კანადასა და ნიგერიიში მოხდა  ნავთობის მოპოვებისა და შესაბამისად, მისი ექსპორტის შემცირება. თუ კანადაში ნავთობის მოპოვებასთან დაკავშირებით აღინიშნება ტექნიკური პრობლემები,  ნიგერიაში ვითარება კიდევ უფრო რთულადაა. ე.წ. „ბოევიკთა დაჯგუფების“ მიერ მოხდა ქვეყნის მნიშვნელოვანი ნავთობსადენების დაზიანება, რამაც გამოიწვია ნიგერიაში ნავთობის მოპოვებისა და ექსპორტის მნიშვნელოვანი კლება.

 

ამავდროულად წლის დასაწყისიდან იზრდება ნავთობის იმპორტი და მოხმარება ჩინეთსა და ინდოეთში. კერძოდ, ჩინეთში  ბენზინის მოხმარება 6%-ითაა გაზრდილი.

 

არსებობს მოლოდინი იმასთან დაკავშირებით, რომ აშშ-ში კვლავ გააგრძელებს შემცირებას ნავთობის სტრატეგიული და კომერციული მარაგები, რომელიც თავის მხრივ გავლენას ახდენს ფასების ზრდაზე.

 

ნავთობის ფასის მიმდინარე ტენდენცია მნიშვნელოვანწილად იყო დამოკიდებული 2 ივნისს გამართულ ნავთობის მწარმოებელი ქვეყნების (ოპეკი) შეხვედრაზე, სადაც ვერ იქნა მიღწეული შეთანხმება ნავთობის მიმდინარე მოპოვების „გაყინვათან“ დაკავშირებით.

 

მსოფლიო სანავთობო ბაზრის მნიშვნელოვანი მოთამაშე ირანი ყოველდღიურად ზრდის მსოფლიოში ნავთობის ექსპორტს. ასევე გაზრდილია ნავთობის მოპოვება და ექსპორტი ერაყიდან  და ქუვეითიდანაც.

 

ბოლო 2 მნიშვნელოვანი ფაქტორის მიუხედავად, რომელიც წინა პერიოდში ნავთობის დაბალ ფასებს განსაზღვრავდა, ნავთობის ფასი ზრდას აგრძელებს.

 

წინ არის ზაფხულის პერიოდი, როდესაც ტრადიციულად ნავთობზე მოთხოვნილება და მისი მოხმარება იზრდება. ასევე აღსანიშნავია, რომ რთული პოლიტიკური ვითარებაა რიგ მნიშვნელოვან ნავთობმწარმოებელ ქვეყანაში. შესაბამისად, ნავთობის ფასის სამომავლო ტენდენციები ბუნდოვანი და არაპროგნოზირებადია.




უკან
ნავთობის ფასი

ლონდონი 

Bret Crude Oil (ICE) 

94.12 დოლარი/ბარელზე

- 2.66

 ნიუ-იორკი

Light Sweet Crude Oil

88.54 დოლარი/ბარელზე

- 2.12

 

საწვავის ფასი საქართველოში

სუპერი   4.25 ლარი 

პრემიუმი   4.00 ლარი

რეგულარი  3,75  ლარი

ევრო დიზელი  4.65 ლარი

დიზელი   4.60 ლარი

გაზი – 1.55 ლარი

 

ეკო სუპერი –  4.28 ლარი

ეკოპრემიუმი –  4.19 ლარი

ევრო რეგულარი – 3.75 ლარი

ევრო დიზელი – 4.68 ლარი

ეკო დიზელი – 4.74 ლარი

დიზელ ენერჯი –   4.63 ლარი

გაზი – 1.59 ლარი

სუპერი ecto 100 – 0.00 ლარი

ევრო სუპერი –  4.25 ლარი

პრემიუმ ავანგარდი –   4,00 ლარი

ევრო რეგულარი –  3.75 ლარი

ევრო დიზელი –4.52 ლარი

 

სუპერი –  4.29 ლარი

ევრო პრემიუმი –  4.19 ლარი

ევრო რეგულარი – 3,80 ლარი

efix ევრო დიზელი –4.67 ლარი

ევრო დიზელი –  4.60 ლარი

 

სუპერი –  4.29 ლარი

G-Force პრემიუმი –  3.99 ლარი

G-Force ევრო რეგულარი –  3.79 ლარი

რეგულარი – 3.59 ლარი

ევრო დიზელი – 4.57 ლარი

დიზელი – 4.47 ლარი

გაზი – 1.69 ლარი

პრემიუმი –  3.64 ლარი

ევრო რეგულარი – 3,14 ლარი

ევრო დიზელი –4.59 ლარი

effect დიზელი –  4.43 ლარი

დიზელი –  4.29 ლარი

 

 

  

2012 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE