ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით:
,, 2017 წლის თებერვალში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 72,2 ათასი ტონა, რაც 2,4 ათასი ტონით ანუ 3,3%-ით ნაკლებია გასული წლის თებერვლის თვის მაჩვენებელთან შედარებით. მათ შორის, 2017 წლის თებერვალში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 36,1 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 36,1 ათასი ტონა.
საწვავის კატეგორიების მიხედვით 2017 წლის თებერვალში საქართველოში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა: A-91 რეგულარი მარკის ბენზინი - 26,9 ათასი ტონა ანუ 74,5 %; A-95 პრემიუმი მარკის ბენზინი - 9,2 ათასი ტონა ანუ 25,5%, A-98 სუპერი მარკის ბენზინი - თებერვალში არ განხორციელებულა. ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა: 50PPM (ევრო დიზელი) – 36,1 ათასი ტონა ანუ 100%, L-62 დიზელის საწვავის იმპორტი თებერვლის თვეში არ განხორციელებულა.
ქვეყნების მიხედვით 2017 წლის თებერვალში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან - 20,8 ათასი ტონა (მთელი იმპორტის 28,8%), რუმინეთიდან - 19,1 ათასი ტონა (26,5%), ბულგარეთიდან - 13,8 ათასი ტონა (19,1%), აზერბაიჯანიდან 12,6 ათასი ტონა (17,5%), თურქმენეთიდან - 3,0 ათასი ტონა (4,1%), საბერძნეთიდან - 1,6 ათასი ტონა (2,2%), კვიპროსიდან - 1,3 ათასი ტონა (1,8%).
აქვე უნდა შევეხოთ სხვა ნავთობპროდუქტების იმპორტის მონაცემებსაც:
2017 წლის თებერვალში საქართველოში იმპორტირებულ იქნა 2,3 ათასი ტონა სანავთობო ბიტუმი, რაც 1,0 ათასი ტონით ანუ 43,5%-ით აღემატება იანვრის თვის მაჩვენებელს. აქედან უმეტესი წილი - 69,6 % განხორციელდა ირანის ისლამური რესპუბლიკიდან.
2017 წლის თებერვალში საქართველოში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 1,4 ათასი ტონა, რაც 0,1 ათასი ტონით ანუ 6,6%-ით ნაკლებია წინა თვის მაჩვენებელთან შედარებით.
2017 წლის თებერვალში საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 3,7 ათასი ტონა, რაც 0,1 ათასი ტონით ანუ 2,7%-ით მეტია იანვრის თვის მაჩვენებელთან შედარებით.
ლონდონი
Bret Crude Oil (ICE)
86.09 დოლარი/ბარელზე
- 0.16
ნიუ-იორკი
Light Sweet Crude Oil
81.35 დოლარი/ბარელზე
- 0.27
სუპერი – 3.63 ლარი
პრემიუმი – 3,17 ლარი
რეგულარი – 2.98 ლარი
ევრო დიზელი – 3.33 ლარი
დიზელი – 3,24 ლარი
გაზი – 1.55 ლარი
ეკო სუპერი – 3.67 ლარი
ეკოპრემიუმი – 3.19 ლარი
ევრო რეგულარი – 2.99 ლარი
ევრო დიზელი – 3.30 ლარი
ეკო დიზელი – 3.35 ლარი
დიზელ ენერჯი – 3,25 ლარი
გაზი – 1.59 ლარი
სუპერი ecto 100 – 0.00 ლარი
ევრო სუპერი – 3.58 ლარი
პრემიუმ ავანგარდი – 3.10 ლარი
ევრო რეგულარი – 2.93 ლარი
ევრო დიზელი – 3,25 ლარი
სუპერი – 3.69 ლარი
ევრო პრემიუმი – 3.19 ლარი
ევრო რეგულარი – 3,07 ლარი
efix ევრო დიზელი – 3.39 ლარი
ევრო დიზელი – 3,29 ლარი
სუპერი – 3.69 ლარი
G-Force პრემიუმი – 3,19 ლარი
G-Force ევრო რეგულარი – 3,09 ლარი
რეგულარი – 2.99 ლარი
ევრო დიზელი – 3.35 ლარი
დიზელი – 3,25 ლარი
გაზი – 1.69 ლარი
პრემიუმი – 2.89 ლარი
ევრო რეგულარი – 2,69 ლარი
ევრო დიზელი – 3.44 ლარი
effect დიზელი – 3.40 ლარი
დიზელი – 2.89 ლარი