ქართული  |   English

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი  

გამოკითხვა
რომელი კომპანიის მომსახურეობას ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:6720 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საავტომობილო ზეთს ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:4095 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი კატეგორიის საწვავს მოიხმართ?
სულ:5553 ხმა
 
03:12 20.04.2024

ოპეკის წევრი და არაწევრი ქვეყნების შეთანხმების ფონზე ნავთობის ფასი არ იზრდება

29-05-2017

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით: ,, 25 მაისს გაიმართა ოპეკის წევრი და არაწევრი ქვეყნების შეხვედრა, სადაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მათ მიერ ნავთობის მოპოვების შეზღუდვის შეთანხმების კიდევ 9 თვით გაგრძელების შესახებ. კერძოდ, 2016 წლის 30 ნოემბერს შეხვედრაზე ქვეყნები შეთანხმდნენ ნავთობის მოპოვების შემცირების შესახებ გასული წლის ოქტომბრის თვის მაჩვენებელთან შედარებით ოპეკის წევრი ქვეყნების მიერ - 1,2 მლნ ბარელით/დღე-ღამეში, ხოლო ოპეკის არაწევრი ქვეყნების მიერ  - 558 ათასი ბარელით.

 

ოპეკის არაწევრ ქვეყნებს შორის (რუსეთი, აზერბაიჯანის რესპუბლიკა, ყაზახეთი, ბრუნეი...) ნავთობის მოპოვებას ყველაზე დიდი მოცულობით, კერძოდ 300 ათასი ბარელით/დღე-ღამეში,  ამცირებს რუსეთი.

 

აღსანიშნავია, რომ ოპეკის წევრი ქვეყნებიდან შემცირების ვალდებულებისგან გათავისუფლებულია ირანი, ნიგერია, ლიბია.

 

აღნიშნული შეთანხმების დადების ძირითად მიზანს წარმოადგენდა სანავთობო ბაზრის სტაბილიზაცია და ნავთობის ფასის ზრდა, ვინაიდან საყოველთაო მოსაზრებით, მსოფლიოში ნავთობის მიწოდებასა და მოთხოვნილებას შორის ბალანსი დარღვეულია მიწოდების სასარგებლოდ.  შესაბამისად, ბაზარზე წარმოდგენილია ნავთობი ჭარბი ოდენობით.

 

ასევე მნიშვნელოვანია აშშ-ში არსებული ვითარება, რომელიც მსოფლიოს ყველაზე დიდი ნავთობის მწარმოებელი, იმპორტიორი და მომხმარებელი ქვეყანაა. კერძოდ, აშშ-ში მნიშვნელოვნადაა გაზრდილი ნავთობის მოპოვება, რაც ამცირებს მის დამოკიდებულებას იმპორტზე. ცალკე აღსანიშნავია ასევე აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა შეერთებულმა შტატებმა თავისი ნავთობის სტრატეგიული მარაგების (688 მლნ ბარელი) 50% გაყიდოს, რაც აშშ-ის ბიუჯეტს დამატებით შემოსავალს მისცემს და წაახალისებს ნავთობის ადგილობრივ მოპოვებას.

 

მაგრამ უნდა ითქვას, რომ ნავთობის მოპოვების შეზღუდვის შეთანხმების მიუხედავად ნავთობის  ფასები მსოფლიოში მცირდება. ოპეკის წამყვანი ქვეყნების შეფასებით, ნავთობის ფასი წლის ბოლომდე 50-60 დოლარის დიაპაზონში შენარჩუნდება.

 

რაც შეეხება საქართველოს, ბოლო პერიოდის განმავლობაში საწვავის ფასი შემცირდა და მიმდინარე ეტაპზე  სტაბილურობას ინარჩუნებს, რასაც ხელს უწყობს როგორც საერთაშორისო ფასები ნავთობპროდუქტებზე, ასევე ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში.




უკან
ნავთობის ფასი

ლონდონი 

Bret Crude Oil (ICE) 

90.02  დოლარი/ბარელზე

- 0.08       

 ნიუ-იორკი

Light Sweet Crude Oil

85.13    დოლარი/ბარელზე

- 1.21

საწვავის ფასი საქართველოში

სუპერი   3.69 ლარი 

პრემიუმი   3,25 ლარი

რეგულარი  3.07  ლარი

ევრო დიზელი  3.36 ლარი

დიზელი   3,28 ლარი

გაზი – 1.55 ლარი

 

ეკო სუპერი –  3.72 ლარი

ეკოპრემიუმი –  3.27 ლარი

ევრო რეგულარი – 3.07 ლარი

ევრო დიზელი – 3.34 ლარი

ეკო დიზელი –  3.39 ლარი

დიზელ ენერჯი –   3,29 ლარი

გაზი – 1.59 ლარი

სუპერი ecto 100 – 0.00 ლარი

ევრო სუპერი –  3.62 ლარი

პრემიუმ ავანგარდი –   3.15 ლარი

ევრო რეგულარი –  2.99  ლარი

ევრო დიზელი –  3,30 ლარი

 

სუპერი –  3.69 ლარი

ევრო პრემიუმი – 3.25  ლარი

ევრო რეგულარი – 3,11  ლარი

efix ევრო დიზელი – 3.39 ლარი

ევრო დიზელი –  3,29 ლარი

 

სუპერი – 3.75 ლარი

G-Force პრემიუმი –  3,29 ლარი

G-Force ევრო რეგულარი –  3,19 ლარი

რეგულარი – 3.09 ლარი

ევრო დიზელი –  3.39 ლარი

დიზელი –  3,29 ლარი

გაზი – 1.69 ლარი

პრემიუმი –  3,00 ლარი

ევრო რეგულარი – 2,80 ლარი

ევრო დიზელი – 3.44 ლარი

effect დიზელი –  3.40 ლარი

დიზელი –  2.90 ლარი

 

 

  

2012 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE