ქართული  |   English

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი  

გამოკითხვა
რომელი კომპანიის მომსახურეობას ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:6720 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საავტომობილო ზეთს ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:4095 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი კატეგორიის საწვავს მოიხმართ?
სულ:5553 ხმა
 
02:55 20.04.2024

სამუშაო შეხვედრა თემაზე „არბიტრაჟი – სასამართლოს ეფექტური ალტერნატივა“

22-06-2017

დღეს სასტუმრო ,,Radisson Blu Iveria"-ში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებულმა საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრმა (GIAC) ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირთან ერთად  ნავთობპროდუქტების ბიზნეს-სექტორში მოღვაწე კომპანიებთან გამართა სამუშაო შეხვედრა თემაზე „არბიტრაჟი – სასამართლოს ეფექტური ალტერნატივა“.

 

ღონისძიება მიზნად ისახავს არბიტრაჟის, როგორც დავების გადაწყვეტის მექანიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლებას და მისი გამოყენებით დავების გადაწყვეტის უპირატესობების წარმოჩენას სასამართლოსთან შედარებით. ღონისძიებაზე განხილული იქნა არბიტრაჟში დავის განხილვის თავისებურებები საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის მაგალითზე. ასევე, ყურადღება გამახვილდა უცხოელ პარტნიორებთან დავების პრევენციის მიზნით პრაქტიკული თავისებურებებისა და რეკომენდაციების განხილვა.

 

შეხვედრა გახსნეს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა - ნინო ჩიქოვანმა, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ - ილია ელოშვილმა და ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ - ვანო მთვრალაშვილმა. საპრეზენტაციო ნაწილის შემდეგ ღონისძიება კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

 

საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი სავაჭრო-სამრეწველო პალატამ 2013 წელს დააფუძნა. იდეა საერთაშორისო პრაქტიკიდან გამომდინარე გაჩნდა. ორგანიზაციის შექმნამდე  ამ საკითხზე აქტიურად იმუშავეს პალატისა და მისი პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. ასევე, საარბიტრაჟო ცენტრის შექმნის პროცესში მნიშვნელოვანი როლი სამუშაო ჯგუფმა ითამაშა, რომელიც როგორც სახელმწიფო უწყებების, ასევე მესამე სექტორის წარმომადგენლებისგან შედგებოდა. საქმიანობის განხორციელების პროცესში საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი სავაჭრო-სამრეწველო პალატისგან აბსოლუტურად დამოუკიდებელია.   ცენტრის წესების შემუშავება  წამყვანი საერთაშორისო ექსპერტებისგან   შემდგარი  კომისიის მიერ მოხდა.




უკან
ნავთობის ფასი

ლონდონი 

Bret Crude Oil (ICE) 

90.02  დოლარი/ბარელზე

- 0.08       

 ნიუ-იორკი

Light Sweet Crude Oil

85.13    დოლარი/ბარელზე

- 1.21

საწვავის ფასი საქართველოში

სუპერი   3.69 ლარი 

პრემიუმი   3,25 ლარი

რეგულარი  3.07  ლარი

ევრო დიზელი  3.36 ლარი

დიზელი   3,28 ლარი

გაზი – 1.55 ლარი

 

ეკო სუპერი –  3.72 ლარი

ეკოპრემიუმი –  3.27 ლარი

ევრო რეგულარი – 3.07 ლარი

ევრო დიზელი – 3.34 ლარი

ეკო დიზელი –  3.39 ლარი

დიზელ ენერჯი –   3,29 ლარი

გაზი – 1.59 ლარი

სუპერი ecto 100 – 0.00 ლარი

ევრო სუპერი –  3.62 ლარი

პრემიუმ ავანგარდი –   3.15 ლარი

ევრო რეგულარი –  2.99  ლარი

ევრო დიზელი –  3,30 ლარი

 

სუპერი –  3.69 ლარი

ევრო პრემიუმი – 3.25  ლარი

ევრო რეგულარი – 3,11  ლარი

efix ევრო დიზელი – 3.39 ლარი

ევრო დიზელი –  3,29 ლარი

 

სუპერი – 3.75 ლარი

G-Force პრემიუმი –  3,29 ლარი

G-Force ევრო რეგულარი –  3,19 ლარი

რეგულარი – 3.09 ლარი

ევრო დიზელი –  3.39 ლარი

დიზელი –  3,29 ლარი

გაზი – 1.69 ლარი

პრემიუმი –  3,00 ლარი

ევრო რეგულარი – 2,80 ლარი

ევრო დიზელი – 3.44 ლარი

effect დიზელი –  3.40 ლარი

დიზელი –  2.90 ლარი

 

 

  

2012 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE