ქართული  |   English

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი  

გამოკითხვა
რომელი კომპანიის მომსახურეობას ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:6722 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საავტომობილო ზეთს ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:4096 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი კატეგორიის საწვავს მოიხმართ?
სულ:5554 ხმა
 
06:26 24.04.2024

მარტის თვეში ნავთობის ფასი გაიზარდა

02-04-2018

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით:

 

მარტის  თვეში ნავთობის ფასი  ლონდონის Inter Continental Exchange Futures Europe სანავთობო ბირჟაზე ძირითადად იზრდებოდა. კერძოდ, თვის განმავლობაში ის გაიზარდა საშუალოდ 4,50 დოლარით/ბარელზე.

 

გასულ თვეში ნავთობის ფასი მატულობდა, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ში ბოლო პერიოდის განმავლობაში მნიშვნელოვნადაა გაზრდილი ნავთობის მოპოვება და წარმოება, მათ შორის ფიქალური ნავთობის.

 

ფასების ზრდას განაპირობებს მიმდინარე ეტაპზე რამოდენიმე ფაქტორი. მათ შორის, ის რომ „ოპეკი +“-ის შეთანხმება ნავთობის მოპოვების შემცირებასთან დაკავშირებით საპროგნოზოზე მაღალი მაჩვენებლით სრულდება. გარდა ამისა, არის მოლოდინი იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნული შეთანხმება შესაძლოა 2019 წლის შუა პერიოდამდე გახანგრძლივდეს. ყოველივე ამას ასევე ემატება ის, რომ ოპეკის რიგ მწარმოებელ ქვეყნებში, როგორიცაა ერაყი, ვენესუელა, სხვადასხვა მიზეზების გამო შემცირებულია ნავთობის წარმოება და ექსპორტი.

 

ასევე არის მოლოდინი იმასთან დაკავშირებით, რომ აშშ-ის მიერ ირანთან მიმართებაში დაწესდება ახალი სანქციები, რომლებიც თავისთავად შეამცირებს ირანიდან ნავთობის ექსპორტს.

 

რაც შეეხება საერთაშორისო ფასებს ნავთობპროდუქტებზე   S&P Global Platts-ის მიხედვითრომლის მიხედვითაც ხორციელდება საქართველოში საწვავის იმპორტი,  მარტში ის  ნავთობის ფასის ზრდის კვალდაკვალ იზრდება. კერძოდ, ბენზინის საერთაშორისო ფასი მარტის  თვეში გაზრდილია  დაახლოებით 59$-ით/ტონაზე, ხოლო დიზელის საერთაშორისო ფასი  გაზრდილია დაახლოებით 48$-ით/ტონაზე.

 

აღსანიშნავია ასევე საქართველოს ეროვნული  ვალუტის  - ლარის  გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში. მარტის თვეში ლარი დოლართან მიმართებაში გამყარდა. კერძოდ, მარტის დასაწყისში  ლარის  ოფიციალური გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში  შეადგენდა  2,4692 ერთეულს და თვის ბოლოს მისი  გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში შეადგენდა 2,4144 ერთეულს.

 

რაც შეეხება საქართველოს საწვავის საცალო ქსელს, მარტის თვეში მოხდა საწვავის ფასის კლება ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე საშუალოდ 2-4 თეთრით ლიტრაზე. კერძოდ, დღეისათვის საწვავის საშუალო საცალო ფასები საქართველოს საცალო ქსელში ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე შეადგენს: რეგულარი ტიპის ბენზინი - 2,09-2,24 ლარი/ლიტრაზე, პრემიუმი ტიპის ბენზინი - 2,24-2,33 ლარი/ლიტრაზე, სუპერი ტიპის ბენზინი - 2,37-2,49 ლარი/ლიტრაზე, ევრო დიზელის საწვავი - 2,25-2,36 ლარი/ლიტრაზე.




უკან
ნავთობის ფასი

ლონდონი 

Bret Crude Oil (ICE) 

87.29  დოლარი/ბარელზე

+  0.18       

 ნიუ-იორკი

Light Sweet Crude Oil

84.19    დოლარი/ბარელზე

+ 0.07

საწვავის ფასი საქართველოში

სუპერი   3.69 ლარი 

პრემიუმი   3,31 ლარი

რეგულარი  3.12  ლარი

ევრო დიზელი  3.36 ლარი

დიზელი   3,28 ლარი

გაზი – 1.55 ლარი

 

ეკო სუპერი –  3.72 ლარი

ეკოპრემიუმი –  3.34 ლარი

ევრო რეგულარი – 3.14 ლარი

ევრო დიზელი – 3.34 ლარი

ეკო დიზელი –  3.39 ლარი

დიზელ ენერჯი –   3,29 ლარი

გაზი – 1.59 ლარი

სუპერი ecto 100 – 0.00 ლარი

ევრო სუპერი –  3.62 ლარი

პრემიუმ ავანგარდი –   3.15 ლარი

ევრო რეგულარი –  2.99  ლარი

ევრო დიზელი –  3,30 ლარი

 

სუპერი –  3.75 ლარი

ევრო პრემიუმი – 3.34  ლარი

ევრო რეგულარი – 3,20  ლარი

efix ევრო დიზელი – 3.43 ლარი

ევრო დიზელი –  3,33 ლარი

 

სუპერი – 3.77 ლარი

G-Force პრემიუმი –  3,37 ლარი

G-Force ევრო რეგულარი –  3,27 ლარი

რეგულარი – 3.17 ლარი

ევრო დიზელი –  3.39 ლარი

დიზელი –  3,29 ლარი

გაზი – 1.69 ლარი

პრემიუმი –  3,05 ლარი

ევრო რეგულარი – 2,85 ლარი

ევრო დიზელი – 3.44 ლარი

effect დიზელი –  3.40 ლარი

დიზელი –  2.90 ლარი

 

 

  

2012 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE