ქართული  |   English

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი  

გამოკითხვა
რომელი კომპანიის მომსახურეობას ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:6720 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საავტომობილო ზეთს ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:4095 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი კატეგორიის საწვავს მოიხმართ?
სულ:5553 ხმა
 
04:37 19.04.2024

სექტემბრის თვეში საქართველოში საწვავის იმპორტი შემცირდა

09-10-2018

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით:

 

 „მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა  81,2 ათასი ტონა, რაც 26,3 ათასი ტონით ნაკლებია აგვისტოს თვის მაჩვენებელთან შედარებით და 28,3 ათასი ტონით ნაკლებია გასული წლის სექტემბრის თვის მაჩვენებელთან შედარებით.

 

მათ შორის, 2018 წლის სექტემბრის თვეში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა  42,6  ათასი ტონა (კლება წინა თვის მაჩვენებელთან შედარებით 14,9 ათასი ტონით), ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 38,5  ათასი ტონა (კლება 11,4 ათასი ტონით).

 

სულ მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბრის თვეების განმავლობაში საქართველოში ნავთობპროდუქტების (ბენზინი და დიზელის საწვავი) იმპორტმა შეადგინა  814,4 ათასი ტონა, რაც 27,8 ათასი ტონით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

 

მათ შორის, 2018 წლის პირველი 9 თვის განმავლობაში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა  405,3  ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 409,1  ათასი ტონა.

 

ბენზინის საწვავის კატეგორიების მიხედვით, 2018 წლის სექტემბრის თვეში საქართველოში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა: A-91 რეგულარი მარკის ბენზინი - 30,4  ათასი ტონა ანუ 71,4%;  A-95 პრემიუმი მარკის  ბენზინი - 11,9 ათასი ტონა ანუ 27,9%, A-98 სუპერი მარკის  ბენზინი - 0,3 ათასი ტონა ანუ 0,%.

 

ბენზინის საწვავის კატეგორიების მიხედვით 2018 წლის 9 თვის განმავლობაში საქართველოში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა: A-91 რეგულარი მარკის ბენზინი - 285,1 თასი ტონა ანუ 70,3%;  A-95 პრემიუმი მარკის  ბენზინი - 113,6 ათასი ტონა ანუ 28,0%, A-98 სუპერი მარკის  ბენზინი - 6,6 ათასი ტონა ანუ 1,6%.

 

ქვეყნების მიხედვით 2018 წლის სექტემბრის თვეში ბენზინისა და დიზელის საწვავის  იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა   რუმინეთიდან - 23,4  ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 28,8%- შეადგენს. შემდეგ  მოდიან: რუსეთი - 20,2 ათასი ტონა (24,9%), თურქმენეთი - 14,8 ათასი ტონა (18,2%);  აზერბაიჯანი - 9,3 ათასი ტონა (11,5%),   ბულგარეთი  - 8,5 ათასი ტონა (10,5 %);   საბერძნეთი -  4,8 ათასი ტონა (5,9%);  სხვა...

 

ქვეყნების მიხედვით 2018 წლის პირველი 9 თვის განმავლობაში ბენზინისა და დიზელის საწვავის  იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა   რუსეთიდან - 211,7  ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 26,0%- შეადგენს. შემდეგ  მოდიან: რუმინეთი - 210,4 ათასი ტონა (25,8%);   თურქმენეთი  - 137,7 ათასი ტონა (16,9%); აზერბაიჯანი - 116,1 ათასი ტონა (14,2%), ბულგარეთი -  88,8 ათასი ტონა (10,9%); საბერძნეთი - 49,5 ათასი ტონა (6,1%).

 

საწვავის იმპორტის კლება განპირობებულია იმით, რომ ფაქტობრივად დასრულდა შვებულებების, დასვენებისა და მოგზაურობის აქტიური პერიოდი, როდესაც ტრადიციულად საწვავის მომხმარება და შესაბამისად, იმპორტი ყველაზე მაღალ მაჩვენებელზე დგას. ეს გახლავთ ზაფხულის თვეები. რაც შეეხება საწვავის მაღალი ფასიდან გამომდინარე საწვავის მოხმარების შემცირებას, ეს ფაქტორიც მოქმედებს, თუმცა რამდენად რეალური იქნება გავლენა, მომდევნო თვეებში გამოჩნდება საწვავის იმპორტის მოცულობიდან გამომდინარე.




უკან
ნავთობის ფასი

ლონდონი 

Bret Crude Oil (ICE) 

90.02  დოლარი/ბარელზე

- 0.08       

 ნიუ-იორკი

Light Sweet Crude Oil

85.34    დოლარი/ბარელზე

- 0.02

საწვავის ფასი საქართველოში

სუპერი   3.69 ლარი 

პრემიუმი   3,25 ლარი

რეგულარი  3.07  ლარი

ევრო დიზელი  3.36 ლარი

დიზელი   3,28 ლარი

გაზი – 1.55 ლარი

 

ეკო სუპერი –  3.72 ლარი

ეკოპრემიუმი –  3.27 ლარი

ევრო რეგულარი – 3.07 ლარი

ევრო დიზელი – 3.34 ლარი

ეკო დიზელი –  3.39 ლარი

დიზელ ენერჯი –   3,29 ლარი

გაზი – 1.59 ლარი

სუპერი ecto 100 – 0.00 ლარი

ევრო სუპერი –  3.62 ლარი

პრემიუმ ავანგარდი –   3.15 ლარი

ევრო რეგულარი –  2.99  ლარი

ევრო დიზელი –  3,30 ლარი

 

სუპერი –  3.69 ლარი

ევრო პრემიუმი – 3.25  ლარი

ევრო რეგულარი – 3,11  ლარი

efix ევრო დიზელი – 3.39 ლარი

ევრო დიზელი –  3,29 ლარი

 

სუპერი – 3.75 ლარი

G-Force პრემიუმი –  3,29 ლარი

G-Force ევრო რეგულარი –  3,19 ლარი

რეგულარი – 3.09 ლარი

ევრო დიზელი –  3.39 ლარი

დიზელი –  3,29 ლარი

გაზი – 1.69 ლარი

პრემიუმი –  3,00 ლარი

ევრო რეგულარი – 2,80 ლარი

ევრო დიზელი – 3.44 ლარი

effect დიზელი –  3.40 ლარი

დიზელი –  2.90 ლარი

 

 

  

2012 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE