ქართული  |   English

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი  

გამოკითხვა
რომელი კომპანიის მომსახურეობას ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:6722 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საავტომობილო ზეთს ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:4096 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი კატეგორიის საწვავს მოიხმართ?
სულ:5554 ხმა
 
15:09 23.04.2024

2018 წლის 11 თვის განმავლობაში საქართველოში საწვავის მოხმარება მცირდება

11-12-2018

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით:

 

2018 წლის ნოემბრის თვეში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა  80,9 ათასი ტონა, რაც 14,8 ათასი ტონით ნაკლებია ოქტომბრის თვის მაჩვენებელთან შედარებით.

 

მათ შორის, მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა  46,3  ათასი ტონა,  ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 34,6  ათასი ტონა.

 

სულ 2018 წლის იანვარ-ნოემბრის თვეების განმავლობაში საქართველოში ნავთობპროდუქტების (ბენზინი და დიზელის საწვავი) იმპორტმა შეადგინა  991,0 ათასი ტონა, რაც 11,9 ათასი ტონით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (979,1 ათასი ტონა).

 

2018 წლის 11 თვის განმავლობაში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი ოდენობა განხორციელდა რუსეთიდან - 272,7 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 27,5%-ს შეადგენს. მიმდინარე წელს რუსეთი არის საწვავის სტაბილურად ყველაზე მსხვილი მომწოდებელი ქვეყანაში, რომელმაც  ჩაანაცვლა რუმინეთი, რომელიც თავის მხრივ ბოლო წლების განმავლობაში საწვავის ყველაზე მსხვილი მომწოდებელი იყო.

 

მათ შორის, 2018 წლის იანვარ-ნოემბრის თვეების განმავლობაში ბენზინის იმპორტის ყველაზე დიდი ოდენობა განხორციელდა რუსეთიდან - 205,1 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 41,2%-ს შეადგენს, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი ოდენობა განხორციელდა თურქმენეთიდან - 158,8 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 32,2%-ს შეადგენს. შემდეგ მოდის აზერბაიჯანი - 140,3 ათასი ტონა (28,5%).

 

მართალია, მიმდინარე წელს ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი 11,9 ათასი ტონით გაიზარდა გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ რეალურად საწვავის მოხმარება არ გაზრდილა,  ვინაიდან 2016 წლის დეკემბერში განხორციელდა საშუალოდ 70 ათასი ტონით მეტი პროდუქტის იმპორტი წინა წლების ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებთან შედარებით, რომელიც მოხმარებაში გავიდა უკვე 2017 წლის პირველ თვეებში. აღნიშნული დაკავშირებული იყო საქართველოს საგადასახადო კოდექსში შეტანილ ცვლილებასთან, რომელიც ეხებოდა საწვავზე აქციზის გადასახადის ზრდას, რომელიც ძალაში შევიდა 2017 წლის 1 იანვრიდან.

 

საწვავის მოხმარების შემცირება  ძირითადად განპირობებულია შემდეგი ძირითადი ფაქტორებით: ქვეყანაში ჰიბრიდული ავტომობილების რაოდენობის ზრდა; ბუნებრივ აირსა და ბენზინის  ფასს შორის სხვაობის ზრდა, რის შედეგადაც ხდება ავტომობილების ბუნებრივი აირის მოხმარების ზრდა; თხევადი აირის მოხმარების მატება ავტომობილების გასამართად; საწვავზე მაღალი ფასები; თურქეთში დიზელის საწვავის გადინების კლება.




უკან
ნავთობის ფასი

ლონდონი 

Bret Crude Oil (ICE) 

87.29  დოლარი/ბარელზე

+  0.18       

 ნიუ-იორკი

Light Sweet Crude Oil

84.19    დოლარი/ბარელზე

+ 0.07

საწვავის ფასი საქართველოში

სუპერი   3.69 ლარი 

პრემიუმი   3,31 ლარი

რეგულარი  3.12  ლარი

ევრო დიზელი  3.36 ლარი

დიზელი   3,28 ლარი

გაზი – 1.55 ლარი

 

ეკო სუპერი –  3.72 ლარი

ეკოპრემიუმი –  3.34 ლარი

ევრო რეგულარი – 3.14 ლარი

ევრო დიზელი – 3.34 ლარი

ეკო დიზელი –  3.39 ლარი

დიზელ ენერჯი –   3,29 ლარი

გაზი – 1.59 ლარი

სუპერი ecto 100 – 0.00 ლარი

ევრო სუპერი –  3.62 ლარი

პრემიუმ ავანგარდი –   3.15 ლარი

ევრო რეგულარი –  2.99  ლარი

ევრო დიზელი –  3,30 ლარი

 

სუპერი –  3.75 ლარი

ევრო პრემიუმი – 3.34  ლარი

ევრო რეგულარი – 3,20  ლარი

efix ევრო დიზელი – 3.43 ლარი

ევრო დიზელი –  3,33 ლარი

 

სუპერი – 3.77 ლარი

G-Force პრემიუმი –  3,37 ლარი

G-Force ევრო რეგულარი –  3,27 ლარი

რეგულარი – 3.17 ლარი

ევრო დიზელი –  3.39 ლარი

დიზელი –  3,29 ლარი

გაზი – 1.69 ლარი

პრემიუმი –  3,05 ლარი

ევრო რეგულარი – 2,85 ლარი

ევრო დიზელი – 3.44 ლარი

effect დიზელი –  3.40 ლარი

დიზელი –  2.90 ლარი

 

 

  

2012 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE