ქართული  |   English

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი  

გამოკითხვა
რომელი კომპანიის მომსახურეობას ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:2764 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საავტომობილო ზეთს ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:1571 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი კატეგორიის საწვავს მოიხმართ?
სულ:1917 ხმა
 
20:03 16.10.2021

მ/წლის ათი თვის განმავლობაში საქართველოში საწვავის იმპორტი გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით

08-11-2012

 

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით:

 

„2012 წლის პირველი ათი თვის განმავლობაში საქართველოში საწვავის იმპორტმა (ბენზინი და დიზელის საწვავი) შეადგინა 692,6  ათასი ტონა, რაც 24 ათასი ტონით აღემატება 2011 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. მათ შორის აღნიშნულ პერიოდში იმპორტირებულ იქნა 316,1 ათასი ტონა ბენზინი და 376,5 ათასი ტონა დიზელის საწვავი. 

 

ასევე აღსანიშნავია  მიმდინარე წლის 10 თვის განმავლობაში საწვავის იმპორტი  კატეგორიების მიხედვით. კერძოდ,   ბენზინის იმპორტის მთლიან სტრუქტურაში რეგულარის ტიპის ბენზინის იმპორტმა შეადგინა 70 %,  პრემიუმის -  27 % , სუპერის -  3%. რაც შეეხება დიზელის საწვავის მთლიან სტრუქტურას,  ევრო დიზელის იმპორტმა  შეადგინა  30 % , ხოლო  L-62 მარკის დიზელის საწვავმა - 70 %.

 

ქვეყნების მიხედვით  ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა აზერბაიჯანიდან - 266,9 ათასი ტონა, საიდანაც იმპორტირებულია მხოლოდ რეგულარის ტიპის ბენზინი და L-62 დიზელის საწვავი.  სხვა ქვეყნებიდან ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა: რუმინეთი - 186,3 ათასი ტონა, ბულგარეთი - 147,0 ათასი ტონა, რუსეთი - 53,6 ათასი ტონა, იტალია - 23,6 ათასი ტონა, საბერძნეთი - 13, 0 ათასი ტონა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს საწვავის ფასები მაღალ ნიშნულზე იდგა და გარკვეული პერიოდის განმავლობაში რეკორდულად ყველაზე მაღალი ფასებიც კი ფიქსირდებოდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში ბენზინის მომხმარებელი აქტიურად გადადის მისი მაღალი ფასის გამო საწვავის ალტერნატიულ წყაროზე - ავტოგაზზე,  რომლის ღირებულება ბენზინთან შედარებით საკმაოდ სტაბილური და მცირეა (1,10 ლარი/კუბამეტრზე). მაგრამ მიუხედავად ამისა, საწვავის მოხმარება, არა თუ შემცირდა, პირიქით გაიზარდა კიდეც.

 

 

08.11.2012




უკან
ნავთობის ფასი

ლონდონი 

Bret Crude Oil (ICE) 

84.00 დოლარი/ბარელზე

+  0.82

Light Sweet Crude Oil

81.31  დოლარი/ბარელზე

+  0.87

საწვავის ფასი საქართველოში

სუპერი   3.15 ლარი 

პრემიუმი   3.07 ლარი

რეგულარი  2.81  ლარი

ევრო დიზელი  2.87 ლარი

დიზელი   2.64 ლარი

გაზი – 1.40 ლარი

 

ეკო სუპერი –  3.25 ლარი

ეკოპრემიუმი –  3.17 ლარი

ევრო რეგულარი – 3.03 ლარი

ევრო დიზელი – 2.97 ლარი

ეკო დიზელი – 3.05 ლარი

დიზელ ენერჯი –   2.92 ლარი

გაზი – 1.44 ლარი

სუპერი ecto 100 – 3.40 ლარი

ევრო სუპერი –  3.25 ლარი

პრემიუმ ავანგარდი –   3.12 ლარი

ევრო რეგულარი –  2.98 ლარი

ევრო დიზელი – 2.97 ლარი

 

სუპერი –  3.26 ლარი

ევრო პრემიუმი –  3.18 ლარი

ევრო რეგულარი – 3,03 ლარი

efix ევრო დიზელი – 3,05 ლარი

ევრო დიზელი –  2.96 ლარი

 

სუპერი –  3.25 ლარი

G-Force პრემიუმი –  3.17 ლარი

G-Force ევრო რეგულარი –  3.09 ლარი

რეგულარი – 3.03 ლარი

ევრო დიზელი – 3.07 ლარი

დიზელი – 2.99 ლარი

გაზი – 1.44 ლარი

 

 

  

2012 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE