ქართული  |   English

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი  

გამოკითხვა
რომელი კომპანიის მომსახურეობას ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:6720 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საავტომობილო ზეთს ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:4095 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი კატეგორიის საწვავს მოიხმართ?
სულ:5553 ხმა
 
10:45 18.04.2024

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადება

19-11-2012

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით:

"შავი ზღვის ტერმინალი" გახლავთ ჩვენი (ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი) წევრი.

შავი ზღვის ტერმინალი, შეიძლება ითქვას, ერთ-ერთი საუკეთესო ინფრასტრუქტურის ტერმინალია შავი ზღვის აუზის ქვეყნებს შორის. ამას ადასტურებს მსოფლიოს წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციების მრავალი საერთაშორისო სერთიფიკატი. ტერმინალში სრულად არის დაცული ევრო კავშირის სტანდარტების გარემოს დაცვის მოთხოვნები და  ტექნიკური უსაფრთხოების ნორმები.

ტერმინალი გახლავთ აზერბაიჯანული სახელმწიფო ნავთობკომპანია "SOCAR"-ის შვილობილი კომპანია. მისი სიმძლავრე შეადგენს წელიწადში 10 მლნ ტონას, თუმცა ამ დროისათვის მხოლოდ 3.5-4 მლნ ტონის გატარება ხდება.  სამომავლოდ იგეგმება ტერმინალის სრული დატვირთვით ამუშავება.

ტერმინალში დასაქმებულია დაახლოებით 600 ადამიანი, რომელთაგან 94 % ადგილობრივი მოსახლეობაა.

აქვე უნდა განვაცხადოთ,  რომ ის პრეტენზიები, რომელთაც ბოლო პერიოდში ადგილი აქვთ ტერმინალში დასაქმებულ პირთა მხრიდან,  გარკვეულწილად უფრო სპეკულაციური ხასიათისაა, მართვადია და შეიცავენ საბოტაჟის ნიშნებს, ვინაიდან სამუშაო პირობები შეეფერება ევრო კავშირის ქვეყნებში არსებულ პირობებს და ამის დადასტურება მარტივად მოხერხდება ადგილზე ნახვით.

ტერმინალი ახორციელებს თანამშრომელთა სამედიცინო დაზღვევას, უფასო კვებას (კვების რაციონი საკმაოდ მაღალი ხარისხისაა და აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ერთნაირია ყველა იქ მომუშავე პერსონალისათვის), ტრანსპორტირებას. სახელფასო ანაზღაურებაც მუშა პერსონალისთვის ჩვენს ქვეყანაში არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, საკმაოდ ნორმალურია, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ შავი ზღვის ტერმინალი ჯერჯერობით არ გასულა თავის საპროექტო სიმძლავრეზე და ამჟამად  მხოლოდ 30-40% დატვირთვით მუშაობს. ტერმინალის სრული დატვირთვით ამუშავების შემდეგ ბუნებრივია გაიზრდება დასაქმებულთა ოდენობა.

ტერმინალი მზად არის სათანამშრომლოდ ყველა დაინტერესებულ მხარესთან”.




უკან
ნავთობის ფასი

ლონდონი 

Bret Crude Oil (ICE) 

90.10  დოლარი/ბარელზე

- 0.35       

 ნიუ-იორკი

Light Sweet Crude Oil

85.36    დოლარი/ბარელზე

- 0.13

საწვავის ფასი საქართველოში

სუპერი   3.69 ლარი 

პრემიუმი   3,25 ლარი

რეგულარი  3.07  ლარი

ევრო დიზელი  3.36 ლარი

დიზელი   3,28 ლარი

გაზი – 1.55 ლარი

 

ეკო სუპერი –  3.72 ლარი

ეკოპრემიუმი –  3.27 ლარი

ევრო რეგულარი – 3.07 ლარი

ევრო დიზელი – 3.34 ლარი

ეკო დიზელი –  3.39 ლარი

დიზელ ენერჯი –   3,29 ლარი

გაზი – 1.59 ლარი

სუპერი ecto 100 – 0.00 ლარი

ევრო სუპერი –  3.62 ლარი

პრემიუმ ავანგარდი –   3.15 ლარი

ევრო რეგულარი –  2.99  ლარი

ევრო დიზელი –  3,30 ლარი

 

სუპერი –  3.69 ლარი

ევრო პრემიუმი – 3.25  ლარი

ევრო რეგულარი – 3,11  ლარი

efix ევრო დიზელი – 3.39 ლარი

ევრო დიზელი –  3,29 ლარი

 

სუპერი – 3.75 ლარი

G-Force პრემიუმი –  3,29 ლარი

G-Force ევრო რეგულარი –  3,19 ლარი

რეგულარი – 3.09 ლარი

ევრო დიზელი –  3.39 ლარი

დიზელი –  3,29 ლარი

გაზი – 1.69 ლარი

პრემიუმი –  3,00 ლარი

ევრო რეგულარი – 2,80 ლარი

ევრო დიზელი – 3.44 ლარი

effect დიზელი –  3.40 ლარი

დიზელი –  2.90 ლარი

 

 

  

2012 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE