ქართული  |   English

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი  

გამოკითხვა
რომელი კომპანიის მომსახურეობას ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:6722 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საავტომობილო ზეთს ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:4096 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი კატეგორიის საწვავს მოიხმართ?
სულ:5554 ხმა
 
02:27 24.04.2024

მ/წლის სექტემბრის თვეში საგზაო ბიტუმის, თხევადი აირისა და საავიაციო ნავთის იმპორტი შემცირდა, ხოლო ზეთების იმპორტი გაიზარდა

10-10-2019

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით:

 

2019 წლის სექტემბრის თვეში საქართველოში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 1,8 ათასი ტონა, რაც 0,2 ათასი ტონით მეტია აგვისტოს თვის მაჩვენებელთან შედარებით.

 

ქვეყნების მიხედვით, 2019 წლის სექტემბრის თვეში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა ირანიდან - 0,41 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 22,8%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: თურქეთი - 0,38 ათასი ტონა (21,1%), რუსეთი -  0,25 ათასი ტონა (13,9%),  გერმანია - 0,20 ათასი ტონა (11,1%) და სხვ.

 

მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბრის თვეების განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 14,7  ათასი ტონა, რაც 0,8 ათასი ტონით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

 

2019 წლის სექტემბრის თვეში საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 5,4 ათასი ტონა, რაც 7,4 ათასი ტონით ნაკლებია აგვისტოს თვის მაჩვენებელთან შედარებით.

 

ქვეყნების მიხედვით, 2019 წლის სექტემბრის თვეში საავიაციო ნავთის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა თურქმენეთიდან - 3,1 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 57,4%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: ეგვიპტე - 1,7 ათასი ტონა (31,5%), თურქეთი - 0,6 ათასი ტონა (11,1%).

 

მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბრის  თვეების განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 80,8 ათასი ტონა, რაც 5,5 ათასი ტონით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (75,3 ათასი ტონა).

 

2019 წლის სექტემბრის თვეში საქართველოში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 20,0 ათასი ტონა, რაც 7,5 ათასი ტონით ნაკლებია აგვისტოს თვის მაჩვენებელთან შედარებით. აქედან იმპორტის 73,0% (14,6 ათასი ტონა) მოდის ირანის ისლამურ რესპუბლიკაზე. შემდეგ მოდიან: ერაყი - 3,0 ათასი ტონა (15,0%), აზერბაიჯანი - 1,9 ათასი ტონა (9,5%), თურქეთი - 0,3 ათასი ტონა (1,5%), რუსეთი - 0,2 ათასი ტონა (0,1%).

 

მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბრის თვეების განმავლობაში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 130,5 ათასი ტონა, რაც 62,8 ათასი ტონით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (67,7 ათასი ტონა).

 

2019 წლის სექტემბრის თვეში საქართველოში გათხევადებული აირების (LPG)  იმპორტმა შეადგინა 1,6 ათასი ტონა, რაც 0,5 ათასი ტონით ნაკლებია აგვისტოს თვის მაჩვენებელთან შედარებით.

 

მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბრის თვეების განმავლობაში გათხევადებული აირების (LPG)  იმპორტმა შეადგინა 12,7 ათასი ტონა, რაც 1,9 ათასი ტონით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (10,8 ათასი ტონა).




უკან
ნავთობის ფასი

ლონდონი 

Bret Crude Oil (ICE) 

87.29  დოლარი/ბარელზე

+  0.18       

 ნიუ-იორკი

Light Sweet Crude Oil

84.19    დოლარი/ბარელზე

+ 0.07

საწვავის ფასი საქართველოში

სუპერი   3.69 ლარი 

პრემიუმი   3,31 ლარი

რეგულარი  3.12  ლარი

ევრო დიზელი  3.36 ლარი

დიზელი   3,28 ლარი

გაზი – 1.55 ლარი

 

ეკო სუპერი –  3.72 ლარი

ეკოპრემიუმი –  3.34 ლარი

ევრო რეგულარი – 3.14 ლარი

ევრო დიზელი – 3.34 ლარი

ეკო დიზელი –  3.39 ლარი

დიზელ ენერჯი –   3,29 ლარი

გაზი – 1.59 ლარი

სუპერი ecto 100 – 0.00 ლარი

ევრო სუპერი –  3.62 ლარი

პრემიუმ ავანგარდი –   3.15 ლარი

ევრო რეგულარი –  2.99  ლარი

ევრო დიზელი –  3,30 ლარი

 

სუპერი –  3.75 ლარი

ევრო პრემიუმი – 3.34  ლარი

ევრო რეგულარი – 3,20  ლარი

efix ევრო დიზელი – 3.43 ლარი

ევრო დიზელი –  3,33 ლარი

 

სუპერი – 3.77 ლარი

G-Force პრემიუმი –  3,37 ლარი

G-Force ევრო რეგულარი –  3,27 ლარი

რეგულარი – 3.17 ლარი

ევრო დიზელი –  3.39 ლარი

დიზელი –  3,29 ლარი

გაზი – 1.69 ლარი

პრემიუმი –  3,05 ლარი

ევრო რეგულარი – 2,85 ლარი

ევრო დიზელი – 3.44 ლარი

effect დიზელი –  3.40 ლარი

დიზელი –  2.90 ლარი

 

 

  

2012 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE