ქართული  |   English

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი  

გამოკითხვა
რომელი კომპანიის მომსახურეობას ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:6720 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საავტომობილო ზეთს ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:4095 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი კატეგორიის საწვავს მოიხმართ?
სულ:5553 ხმა
 
10:40 20.04.2024

მიმდინარე წლის ცხრა თვის განმავლობაში საწვავის იმპორტი 4,3%-ით შემცირდა

16-10-2019

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით:

2019 წლის იანვარ-სექტემბრის თვეების განმავლობაში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავი იმპორტმა შეადგინა  779,4 ათასი ტონა, რაც 35,0  ათასი ტონით ანუ 4,3%-ით ნაკლებია 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით (814,4 ათასი ტონა).

ქვეყნების მიხედვით 2019 წლის 9 თვის განმავლობაში თვეში ბენზინისა და დიზელის საწვავის  იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა   რუსეთიდან - 231.7  ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 29,7%- შეადგენს. შემდეგ  მოდიან: რუმინეთი - 215.5 ათასი ტონა (27.6%),  აზერბაიჯანი - 122,4 ათასი ტონა (15.7%), თურქმენეთი - 87.9 ათასი ტონა (11.3%);   ბულგარეთი  - 68,3 ათასი ტონა (8,8%),   საბერძნეთი -  45,9 ათასი ტონა (5,9%) და სხვ.

რაც შეეხება 2019 წელს, პირველი 9 თვის განმავლობაში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 403,4 ათასი ტონა, რაც 2 ათასი ტონით (0,5% )  ნაკლებია 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. თუმცა ჩვენი შეფასებით ეს მონაცემები უნდა შევაფასოთ დადებითად ვინაიდან ბოლო პერიოდში ქვეყანაში გაზრდილია ჰიბრიდული ტიპის სატრანსპორტო საშუალებების იმპორტი (დღეისათვის დაახლოებით საქართველოში 80 ათასამდე ჰიბრიდული ტიპის სატრანსპორტო საშუალება მოძრაობს). რომლის საწვავის ხარჯიც მნიშვნელოვნად ნაკლებია სხვა ავტოსატრანსპორტო საშუალებასთან შედარებით, თუმცა ისინი ძირითადად გამოიყენება ტაქსებად,  რაც ბენზინის მოხმარებას პრაქტიკულად არ ამცირებს.

განსაკუთრებით შემცირებულია დიზელის საწვავის იმპორტი კერძოდ: 2019 წელს, პირველი 9 თვის განმავლობაში დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 376,0 ათასი ტონა, რაც  33,1 ათასი ტონით (8,0%)  ნაკლებია 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.

ბოლო პერიოდის განმავლობაში საქართველოში დიზელის საწვავის იმპორტი და მოხმარება მცირდება იმ პირობებში, როცა იზრდება ავტოსატრანსპორტო საშუალებების ყოველწლიური იმპორტი, სატრანზიტო გადაზიდვები, ინფრასტრუქტურული სამუშაოები,  სასოფლო-სამეურნეო სავარგულების დამუშავება.

ჩვენი აზრით, გარკვეულწილად იმპორტის შემცირებაზე იმოქმედა საქართველოდან თურქეთში სატრანსპორტო საშუალებებით (ავზებით) დიზელის გადატანის შემცირებამ, რაც დაკავშირებულია თურქეთში ლირის ინფლაციასთან. 

მეორეს მხრივ კი, ჩვენი ინფორმაციით  გაზრდილია  სატრანსპორტო საშუალებების  საწვავის ავზებით აღურიცხავი დიზელის  შემოდინება აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან ლაგოდეხისა და წითელი ხიდის გავლით და ირანის ისლამური რესპუბლიკიდან და ასევე ლარსის საბაჟო გამშვები პუნქტიდან, როდესაც ხორციელდება საქართველოში რუსეთის ფედერაციიდან ავტომობილებით ხორბლის იმპორტი.




უკან
ნავთობის ფასი

ლონდონი 

Bret Crude Oil (ICE) 

90.02  დოლარი/ბარელზე

- 0.08       

 ნიუ-იორკი

Light Sweet Crude Oil

85.13    დოლარი/ბარელზე

- 1.21

საწვავის ფასი საქართველოში

სუპერი   3.69 ლარი 

პრემიუმი   3,25 ლარი

რეგულარი  3.07  ლარი

ევრო დიზელი  3.36 ლარი

დიზელი   3,28 ლარი

გაზი – 1.55 ლარი

 

ეკო სუპერი –  3.72 ლარი

ეკოპრემიუმი –  3.27 ლარი

ევრო რეგულარი – 3.07 ლარი

ევრო დიზელი – 3.34 ლარი

ეკო დიზელი –  3.39 ლარი

დიზელ ენერჯი –   3,29 ლარი

გაზი – 1.59 ლარი

სუპერი ecto 100 – 0.00 ლარი

ევრო სუპერი –  3.62 ლარი

პრემიუმ ავანგარდი –   3.15 ლარი

ევრო რეგულარი –  2.99  ლარი

ევრო დიზელი –  3,30 ლარი

 

სუპერი –  3.69 ლარი

ევრო პრემიუმი – 3.25  ლარი

ევრო რეგულარი – 3,11  ლარი

efix ევრო დიზელი – 3.39 ლარი

ევრო დიზელი –  3,29 ლარი

 

სუპერი – 3.75 ლარი

G-Force პრემიუმი –  3,29 ლარი

G-Force ევრო რეგულარი –  3,19 ლარი

რეგულარი – 3.09 ლარი

ევრო დიზელი –  3.39 ლარი

დიზელი –  3,29 ლარი

გაზი – 1.69 ლარი

პრემიუმი –  3,00 ლარი

ევრო რეგულარი – 2,80 ლარი

ევრო დიზელი – 3.44 ლარი

effect დიზელი –  3.40 ლარი

დიზელი –  2.90 ლარი

 

 

  

2012 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE