ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით:
2020 წლის მაისის თვეში საქართველოში გათხევადებული აირების (LPG) იმპორტმა შეადგინა 3,5 ათასი ტონა, რაც 1,6 ათასი ტონით ანუ 84,2%-ით მეტია აპრილის თვის მაჩვენებელთან (1,9 ათასი ტონა) შედარებით და 0,8 ათასი ტონით ანუ 29,6%-ით - გასული წლის მაისის თვის მაჩვენებელთან (2,7 ათასი ტონა) შედარებით.
მათ შორის, იმპორტის თითქმის მთელი ოდენობა განხორციელდა რუსეთის ფედერაციიდან.
მიმდინარე წლის იანვარ-მაისის თვეების განმავლობაში გათხევადებული აირების (LPG) იმპორტმა შეადგინა 17,6 ათასი ტონა, რაც 5,9 ათასი ტონით ანუ 50,4%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (11,7 ათასი ტონა). მათ შორის, იმპორტის 94,9% განხორციელდა რუსეთის ფედერაციიდან.
თხევადი აირის იმპორტი საქართველოში ხორციელდება სხვადასხვა სეს ესნ კოდით. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გათხევადებული აირების იმპორტის მთელი რაოდენობიდან 6,0 ათასი ტონის ანუ 34,1% იმპორტი განხორციელდა სეს ესნ კოდით 29011000000 (ორგანული ქიმიური ნაერთები ნახშირწყალბადები), რომელზეც არ ვრცელდებოდა აქციზის გადასახადი.
2020 წლის მაისის თვეში საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 3,0 ათასი ტონა, რაც 2 ათასი ტონით ანუ 200%-ით აღემატება აპრილის თვის მაჩვენებელს (1,0 ათასი ტონა) და 9,0 ათასი ტონით ანუ 75,0%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (12,0 ათასი ტონა) შედარებით.
მ/წლის მაისის თვეში საავიაციო ნავთის იმპორტის 90% (2,7 ათასი ტონა) განხორციელდა თურქმენეთიდან, 10% (0,3 ათასი ტონა) - თურქეთიდან.
მიმდინარე წლის იანვარ-მაისის თვეების განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 22,4 ათასი ტონა, რაც 20,5 ათასი ტონით ანუ 47,9%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (42,9 ათასი ტონა) შედარებით.
მ/წლის იანვარ-მაისის თვეების განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტის 77,2% (17,3 ათასი ტონა) განხორციელდა თურქმენეთიდან, 12,9% (2,9 ათასი ტონა) - თურქეთიდან, 9,8% (2,2 ათასი ტონა) - რუმინეთიდან, 0,1% (0,03 ათასი ტონა) - ეგვიპტიდან.
ლონდონი
Bret Crude Oil (ICE)
86.09 დოლარი/ბარელზე
- 0.16
ნიუ-იორკი
Light Sweet Crude Oil
81.35 დოლარი/ბარელზე
- 0.27
სუპერი – 3.63 ლარი
პრემიუმი – 3,17 ლარი
რეგულარი – 2.98 ლარი
ევრო დიზელი – 3.33 ლარი
დიზელი – 3,24 ლარი
გაზი – 1.55 ლარი
ეკო სუპერი – 3.67 ლარი
ეკოპრემიუმი – 3.19 ლარი
ევრო რეგულარი – 2.99 ლარი
ევრო დიზელი – 3.30 ლარი
ეკო დიზელი – 3.35 ლარი
დიზელ ენერჯი – 3,25 ლარი
გაზი – 1.59 ლარი
სუპერი ecto 100 – 0.00 ლარი
ევრო სუპერი – 3.58 ლარი
პრემიუმ ავანგარდი – 3.10 ლარი
ევრო რეგულარი – 2.93 ლარი
ევრო დიზელი – 3,25 ლარი
სუპერი – 3.69 ლარი
ევრო პრემიუმი – 3.19 ლარი
ევრო რეგულარი – 3,07 ლარი
efix ევრო დიზელი – 3.39 ლარი
ევრო დიზელი – 3,29 ლარი
სუპერი – 3.69 ლარი
G-Force პრემიუმი – 3,19 ლარი
G-Force ევრო რეგულარი – 3,09 ლარი
რეგულარი – 2.99 ლარი
ევრო დიზელი – 3.35 ლარი
დიზელი – 3,25 ლარი
გაზი – 1.69 ლარი
პრემიუმი – 2.89 ლარი
ევრო რეგულარი – 2,69 ლარი
ევრო დიზელი – 3.44 ლარი
effect დიზელი – 3.40 ლარი
დიზელი – 2.89 ლარი