ქართული  |   English

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი  

გამოკითხვა
რომელი კომპანიის მომსახურეობას ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:6719 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საავტომობილო ზეთს ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:4095 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი კატეგორიის საწვავს მოიხმართ?
სულ:5553 ხმა
 
02:22 17.04.2024

აუცილებელია, რომ იმპორტირებული თუ ადგილობრივი წარმოების ნავთობპროდუქტების ხარისხი დაექვემდებაროს მუდმივ კონტროლს

01-07-2020

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით:

 

ბოლო წლების განმავლობაში კვლავ აქტუალურ თემად რჩება ავტო-გასამართ სადგურებზე რეალიზებული საწვავის ხარისხთან დაკავშირებული პრობლემები, რომლებიც თავის მხრივ პირდაპირ კავშირშია საქართველოში არსებულ ეკოლოგიურ მდგომარეობასთან. საყოველთაოდ აღიარებულია, რომ ატმოსფერული ჰაერის ძირითადი დამაბინძურებლები არიან ავტოსატრანსპორტო საშუალებები და, ბუნებრივია, რომ საწვავის ხარისხობრივი მაჩვენებლები ეკოლოგიური ვითარების შეფასებისას ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პარამეტრია.

 

მიმდინარე წელს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განხორციელდა ავტო-გასამართი სადგურებიდან საწვავის სინჯების აღება, რომელთა კვლევის შედეგად დგინდება, რომ ყოველი მე-3 სინჯი შეუსაბამო აღმოჩნდა ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი საწვავის ხარისხობრივ ნორმებთან მიმართებაში. განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ დიზელის საწვავის სინჯებში გოგირდის შემცველობა მნიშვნელოვნად აღემატებოდა საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებულ ხარისხობრივ ნორმებს. რაც შეეხება ბენზინის საწვავს, ადგილი ჰქონდა ოქტანური რიცხვის კანონმდებლობით განსაზღვრულზე დაბალ მაჩვენებელს.

 

აღნიშნული ვითარება შეშფოთების საფუძველს იძლევა  იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო ერთ წელიწადში იმავე სამინისტროს მიერ განხორციელებული სხვადასხვა კვლევის შედეგად ყოველი მესამე-მეოთხე სინჯიდან ერთი ვერ აკმაყოფილებს ქვეყანაში დადგენილ საწვავის ხარისხობრივ სტანდარტებს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ავტო-გასამართი სადგურების რიგი ოპერატორების მიერ სისტემატურად  ადგილი აქვს არაკონდიციური, უხარისხო პროდუქციის რეალიზაციის ფაქტებს. ამასთან, ეს საწვავი შეიძლება იყოს, როგორც იმპორტირებული, ასევე ადგილობრივად წარმოებული. ყოველივე ეს კი ხდება მიზეზი ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების და აქედან გამომდინარე ჩვენი და ჩვენი შვილების ჯანმრთელობის მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუარესების.

 

აუცილებელია, რომ იმპორტირებული თუ ადგილობრივი წარმოების ნავთობპროდუქტების ხარისხი დაექვემდებაროს მუდმივ კონტროლს შესაბამისი ორგანოების მხრიდან, რაც ცალსახად შეუწყობს ხელს საქართველოში ეკოლოგიური ვითარების გამოსწორებას.




უკან
ნავთობის ფასი

ლონდონი 

Bret Crude Oil (ICE) 

90.45  დოლარი/ბარელზე

+ 0.71       

 ნიუ-იორკი

Light Sweet Crude Oil

85.49    დოლარი/ბარელზე

+ 0.38

საწვავის ფასი საქართველოში

სუპერი   3.69 ლარი 

პრემიუმი   3,25 ლარი

რეგულარი  3.07  ლარი

ევრო დიზელი  3.36 ლარი

დიზელი   3,28 ლარი

გაზი – 1.55 ლარი

 

ეკო სუპერი –  3.72 ლარი

ეკოპრემიუმი –  3.27 ლარი

ევრო რეგულარი – 3.07 ლარი

ევრო დიზელი – 3.34 ლარი

ეკო დიზელი –  3.39 ლარი

დიზელ ენერჯი –   3,29 ლარი

გაზი – 1.59 ლარი

სუპერი ecto 100 – 0.00 ლარი

ევრო სუპერი –  3.62 ლარი

პრემიუმ ავანგარდი –   3.15 ლარი

ევრო რეგულარი –  2.99  ლარი

ევრო დიზელი –  3,30 ლარი

 

სუპერი –  3.69 ლარი

ევრო პრემიუმი – 3.25  ლარი

ევრო რეგულარი – 3,11  ლარი

efix ევრო დიზელი – 3.39 ლარი

ევრო დიზელი –  3,29 ლარი

 

სუპერი – 3.75 ლარი

G-Force პრემიუმი –  3,29 ლარი

G-Force ევრო რეგულარი –  3,19 ლარი

რეგულარი – 3.09 ლარი

ევრო დიზელი –  3.39 ლარი

დიზელი –  3,29 ლარი

გაზი – 1.69 ლარი

პრემიუმი –  3,00 ლარი

ევრო რეგულარი – 2,80 ლარი

ევრო დიზელი – 3.44 ლარი

effect დიზელი –  3.40 ლარი

დიზელი –  2.90 ლარი

 

 

  

2012 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE