ქართული  |   English

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი  

გამოკითხვა
რომელი კომპანიის მომსახურეობას ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:6720 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საავტომობილო ზეთს ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:4095 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი კატეგორიის საწვავს მოიხმართ?
სულ:5553 ხმა
 
01:18 20.04.2024

მ/წლის 11 თვის განმავლობაში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი 1,2%-ით გაიზარდა

04-12-2020

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით:

 

2020 წლის იანვარ-ნოემბრის თვეების განმავლობაში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 1004,8 ათასი ტონა, რაც 12,3 ათასი ტონით ანუ 1,2%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (992,5 ათასი ტონა) შედარებით.

 

მათ შორის, 2020 წლის იანვარ-ნოემბრის თვეებში საქართველოში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 493,7 ათასი ტონა (კლება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან - 501,9 ათასი ტონა - შედარებით  8,2 ათასი ტონით ანუ 1,6%-ით), ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა -  511,1 ათასი ტონა (მატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან - 490,6 ათასი ტონა - შედარებით  20,5 ათასი ტონით ანუ 4,2%-ით).

 

2020 წლის იანვარ-ნოემბრის  თვეების განმავლობაში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა: რუსეთი - 308,4 ათასი ტონა (30,7%); აზერბაიჯანი - 194,0 ათასი ტონა (19,3%), რუმინეთი - 192 ათასი ტონა (19,1%),  ბულგარეთი - 102,9 ათასი ტონა (10,2%); თურქმენეთი - 93,2 ათასი ტონა (9,3%),  საბერძნეთი - 40,6 ათასი ტონა (4,0%),  ყაზახეთი - 39,1 ათასი ტონა (3,9%), თურქეთი - 14,7 ათასი ტონა (1,5%), მოლდოვა - 10,7 ათასი ტონა (1,1%);  და სხვა.

 

პანდემია COVID-19-სა და მისგან გამომდინარე შეზღუდვების მიუხედავად, რომელმაც გამოიწვია ქვეყანაში საწვავის მოხმარების შემცირება, მიმდინარე წლის 11 თვის განმავლობაში საწვავის იმპორტი გაზრდილია, რაც ძირითადად განპირობებულია დიზელის საწვავის იმპორტის მატებით.

 

რაც შეეხება დიზელის საწვავის იმპორტის ზრდას, ის თავის მხრივ უკავშირდება შემდეგს: სახელმწიფოს მიერ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მესაკუთრეთა სტიმულირების პროგრამა; საქართველოში ტრანზიტად გამავალი სატვირთო-სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობის მატება (მ/წლის პირველი 10 თვის განმავლობაში გაზრდილია 16,4%-ით გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით); მიმდინარე ეტაპზე ქვეყანაში მნიშვნელოვნადაა შეზღუდული შესაბამისი სტრუქტურების მიერ აღურიცხავი და კონტრაბანდული დიზელის საწვავის რეალიზება; ქვეყანაში დიდი მოცულობით ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელება; კომპანიების მიერ მთელი წლის განმავლობაში დაბალი საერთაშორისო ფასების პირობებში საწვავის მარაგების შექმნა.

 




უკან
ნავთობის ფასი

ლონდონი 

Bret Crude Oil (ICE) 

90.02  დოლარი/ბარელზე

- 0.08       

 ნიუ-იორკი

Light Sweet Crude Oil

85.13    დოლარი/ბარელზე

- 1.21

საწვავის ფასი საქართველოში

სუპერი   3.69 ლარი 

პრემიუმი   3,25 ლარი

რეგულარი  3.07  ლარი

ევრო დიზელი  3.36 ლარი

დიზელი   3,28 ლარი

გაზი – 1.55 ლარი

 

ეკო სუპერი –  3.72 ლარი

ეკოპრემიუმი –  3.27 ლარი

ევრო რეგულარი – 3.07 ლარი

ევრო დიზელი – 3.34 ლარი

ეკო დიზელი –  3.39 ლარი

დიზელ ენერჯი –   3,29 ლარი

გაზი – 1.59 ლარი

სუპერი ecto 100 – 0.00 ლარი

ევრო სუპერი –  3.62 ლარი

პრემიუმ ავანგარდი –   3.15 ლარი

ევრო რეგულარი –  2.99  ლარი

ევრო დიზელი –  3,30 ლარი

 

სუპერი –  3.69 ლარი

ევრო პრემიუმი – 3.25  ლარი

ევრო რეგულარი – 3,11  ლარი

efix ევრო დიზელი – 3.39 ლარი

ევრო დიზელი –  3,29 ლარი

 

სუპერი – 3.75 ლარი

G-Force პრემიუმი –  3,29 ლარი

G-Force ევრო რეგულარი –  3,19 ლარი

რეგულარი – 3.09 ლარი

ევრო დიზელი –  3.39 ლარი

დიზელი –  3,29 ლარი

გაზი – 1.69 ლარი

პრემიუმი –  3,00 ლარი

ევრო რეგულარი – 2,80 ლარი

ევრო დიზელი – 3.44 ლარი

effect დიზელი –  3.40 ლარი

დიზელი –  2.90 ლარი

 

 

  

2012 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE