ქართული  |   English

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი  

გამოკითხვა
რომელი კომპანიის მომსახურეობას ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:6722 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საავტომობილო ზეთს ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:4096 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი კატეგორიის საწვავს მოიხმართ?
სულ:5554 ხმა
 
19:08 24.04.2024

ყულევის ტერმინალის ადმინისტრაციის განცხადება

24-12-2012

შპს ,,შავი ზღვის ტერმინალი" (ყულევის ნავსადგური და ნავთობპროდუქტების გადასატვირთი ტერმინალი) არის აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის პირველი მნიშვნელოვანი ინვესტიცია საქართველოში. მშენებლობის პერიოდში კომპანიას დასაქმებულიჰყავდა საქართველოს2000 - მდე  მოქალაქე, ხოლო ექსპლოატაციაში შესვლის შემდგომ (2008 წლის 16 მაისი) დღეის მდგომარეობით სულ დასაქმებულია 600-ზე მეტი პირი, მათგან მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილი, დასაქმებულთა დაახლოებით 5 პროცენტი უცხოელია.

 

2012 წლის 20 დეკემბერს კომპანიის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებულ იქნა გამაფრთხილებელი გაფიცვა ჩვენი კონტრაქტორი კომპანიის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო დათხოვნილი რამოდენიმე თანამშრომლის სოლიდარობის ნიშნად.აღსანიშნავია რომ გამაფრთხილებელი გაფიცვის მიმდინარეობისას შპს „შავი ზღვის ტერმინალი"-ს მისამართით სხვა მოთხოვნები გარდა შპს „გლობალ ოილი"-სმიერ დათხოვნილი თანამშრომლების სამუშაოზე აღდგენისა არ წამოყენებულა.

 

პროფკავშირული ორგანიზაციის მიერ გაფიცვისათვის ხელის შეშლის მცდელობის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის პასუხად, ყულევის ტერმინალის ადმინისტრაცია სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ გამაფრთხილებელი გაფიცვის მიმდინარეობისას ან/და მანამდეც რაიმე სახის ზეწოლასა და სხვა სახის უკანონო ქმედებებსადგილი არ ჰქონია.

 

2012 წლის 21 დეკემბერს პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციისაგან შპს „შავი ზღვის ტერმინალი"-ს მიერ მიღებულ იქნა მოთხოვნების ჩამონათვალი, რომელთა გადაწყვეტის საკითხი იმყოფებოდა განხილვისა და მოლაპარაკების სტადიაში და შესაბამისად თანამშრომელთა გარკვეული ჯგუფის მიერ გაფიცვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ჩვენთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.

 

ყულევისნავსადგური და ტერმინალი ცნობილია თავისი თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და სამუშაო ადგილებზე შექმნილი შრომის უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სამუშაო პირობებით. ჩვენთან შრომის საშუალო ანაზღაურება - ხელზე ასაღები თანხა, შეადგენს 600 ლარს. შრომის ანაზღაურებაზე დამატებით კომპანია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფს ყველა თანამშრომელს სამედიცინო დაზღვევის საოჯახო პაკეტით, რომლის სამომხმარებლო პროდუქტის მოცულობა ყოველწლიურად უმჯობესდებადა სამედიცინო მომსახურეობის გარდა მოიცავს მედიკამენტების ღირებულების 80-90% პროცენტის ანაზღაურებას. თანამშრომლები ასევე სარგებლობენ უფასო სადილით, კომპანიის კუთვნილი ტრანსპორტით გადაადგილების უფლებით ხობისა და ფოთის მიმართულებით.თითოეული მათგანი უზრუნველყოფილია სპეციალური სამუშაო ტანსაცმლით. სოციალური პაკეტის მხოლოდ ეს ნაწილი შეადგენს 400-450 ლარს. კომპანიის ხარჯებით ასევე სისტემატიურად ხორციელდება თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება საერთაშორისო ბაზარზე ავტორიტეტული კომპანიებიდან მოწვეული ტრეინერების დახმარებით.

 

შპს,,შავი ზღვის ტერმინალი"-ს თანამშრომლები - აზერბაიჯანისა და საქართველოს მოქალაქეები, ერთმანეთის გვერდიგვერდ მუშაობენ და ერთმანეთის მიმართ განწყობილნიარიან ურთიერთპატივისცემითა  და  თანადგომის  სურვილით. ამ სანიმუშო და განსაკუთრებული ურთიერთობების დანგრევას ვერავინ ვერ შესძლებს.

 

ყულევის ტერმინალის ადმინისტრაცია




უკან
ნავთობის ფასი

ლონდონი 

Bret Crude Oil (ICE) 

87.29  დოლარი/ბარელზე

+  0.18       

 ნიუ-იორკი

Light Sweet Crude Oil

84.19    დოლარი/ბარელზე

+ 0.07

საწვავის ფასი საქართველოში

სუპერი   3.69 ლარი 

პრემიუმი   3,31 ლარი

რეგულარი  3.12  ლარი

ევრო დიზელი  3.36 ლარი

დიზელი   3,28 ლარი

გაზი – 1.55 ლარი

 

ეკო სუპერი –  3.72 ლარი

ეკოპრემიუმი –  3.34 ლარი

ევრო რეგულარი – 3.14 ლარი

ევრო დიზელი – 3.34 ლარი

ეკო დიზელი –  3.39 ლარი

დიზელ ენერჯი –   3,29 ლარი

გაზი – 1.59 ლარი

სუპერი ecto 100 – 0.00 ლარი

ევრო სუპერი –  3.62 ლარი

პრემიუმ ავანგარდი –   3.15 ლარი

ევრო რეგულარი –  2.99  ლარი

ევრო დიზელი –  3,30 ლარი

 

სუპერი –  3.75 ლარი

ევრო პრემიუმი – 3.34  ლარი

ევრო რეგულარი – 3,20  ლარი

efix ევრო დიზელი – 3.43 ლარი

ევრო დიზელი –  3,33 ლარი

 

სუპერი – 3.77 ლარი

G-Force პრემიუმი –  3,37 ლარი

G-Force ევრო რეგულარი –  3,27 ლარი

რეგულარი – 3.17 ლარი

ევრო დიზელი –  3.39 ლარი

დიზელი –  3,29 ლარი

გაზი – 1.69 ლარი

პრემიუმი –  3,05 ლარი

ევრო რეგულარი – 2,85 ლარი

ევრო დიზელი – 3.44 ლარი

effect დიზელი –  3.40 ლარი

დიზელი –  2.90 ლარი

 

 

  

2012 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE