ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით:
2021 წლის ივნისის თვეში საქართველოში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 1,67 ათასი ტონა, რაც 0,09 ათასი ტონით ანუ 5,1%-ით ნაკლებია მაისის თვის მაჩვენებელთან (1,76 ათასი ტონა) შედარებით და 0,20 ათასი ტონით ანუ 13,6%-ით მეტი გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (1,47 ათასი ტონა) შედარებით.
მათ შორის, მიმდინარე წლის ივნისის თვეში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა ირანიდან - 0,30 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 18,0%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუსეთი - 0,25 ათასი ტონა (15,0%); თურქეთი - 0,24 ათასი ტონა (14,4%); გერმანია - 0,16 ათასი ტონა (9,6%), და სხვ.
2021 წლის იანვარ-ივნისის თვეების განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 8,81 ათასი ტონა, რაც 1,26 ათასი ტონით ანუ 16,7%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (7,55 ათასი ტონა) შედარებით და 0.65 ათასი ტონით ანუ 6.9%-ით ნაკლები პანდემიამდე არსებული 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (9,46 ათასი ტონა) შედარებით.
2021 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან - 1,61 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 18,3%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: თურქეთი - 1,39 ათასი ტონა (15,8%); ირანი - 1,09 ათასი ტონა (12,4%), გერმანია - 0,91 ათასი ტონა (10,3%) და სხვ.
2021 წლის ივნისის თვეში საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 6,8 ათასი ტონა, რაც 1,7 ათასი ტონით ანუ 33,3%-ით მეტია წინა თვის მაჩვენებელთან (5,1 ათასი ტონა) და 0,3 ათასი ტონით ანუ 4,6%-ით მეტი გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (6,5 ათასი ტონა) შედარებით.
მათ შორის, 2021 წლის ივნისის თვეში საავიაციო ნავთის იმპორტის 44,1% (3,0 ათასი ტონა) განხორციელდა თურქმენეთიდან, 29,4% (2,0 ათასი ტონა) - იტალიიდან, 14,7% (1,0 ათასი ტონა) - აზერბაიჯანიდან, 10,3% (0,7 ათასი ტონა) - თურქეთიდან, 1,5% (0,1 ათასი ტონა) - საბერძნეთიდან.
2021 წლის იანვარ-ივნისის თვეების განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 28,1 ათასი ტონა, რაც 0,8 ათასი ტონით ანუ 2,8%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (28,9 ათასი ტონა) შედარებით და 23,6 ათასი ტონით ანუ 45,6%-ით ნაკლები პანდემიამდე არსებული 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (51,7 ათასი ტონა) შედარებით.
მათ შორის, 2021 წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტის 61,9% (17,4 ათასი ტონა) განხორციელდა თურქმენეთიდან, 14,9% (4,2 ათასი ტონა) - იტალიიდან, 8,9% (2,5 ათასი ტონა) - თურქეთიდან, 7,1% (2,0 ათასი ტონა) - აზერბაიჯანიდან, 5,3% (1,5 ათასი ტონა) - საბერძნეთიდან, 1,8% (0,5 ათასი ტონა) - რუსეთიდან.
ლონდონი
Bret Crude Oil (ICE)
86.09 დოლარი/ბარელზე
- 0.16
ნიუ-იორკი
Light Sweet Crude Oil
81.35 დოლარი/ბარელზე
- 0.27
სუპერი – 3.63 ლარი
პრემიუმი – 3,17 ლარი
რეგულარი – 2.98 ლარი
ევრო დიზელი – 3.33 ლარი
დიზელი – 3,24 ლარი
გაზი – 1.55 ლარი
ეკო სუპერი – 3.67 ლარი
ეკოპრემიუმი – 3.19 ლარი
ევრო რეგულარი – 2.99 ლარი
ევრო დიზელი – 3.30 ლარი
ეკო დიზელი – 3.35 ლარი
დიზელ ენერჯი – 3,25 ლარი
გაზი – 1.59 ლარი
სუპერი ecto 100 – 0.00 ლარი
ევრო სუპერი – 3.58 ლარი
პრემიუმ ავანგარდი – 3.10 ლარი
ევრო რეგულარი – 2.93 ლარი
ევრო დიზელი – 3,25 ლარი
სუპერი – 3.69 ლარი
ევრო პრემიუმი – 3.19 ლარი
ევრო რეგულარი – 3,07 ლარი
efix ევრო დიზელი – 3.39 ლარი
ევრო დიზელი – 3,29 ლარი
სუპერი – 3.69 ლარი
G-Force პრემიუმი – 3,19 ლარი
G-Force ევრო რეგულარი – 3,09 ლარი
რეგულარი – 2.99 ლარი
ევრო დიზელი – 3.35 ლარი
დიზელი – 3,25 ლარი
გაზი – 1.69 ლარი
პრემიუმი – 2.89 ლარი
ევრო რეგულარი – 2,69 ლარი
ევრო დიზელი – 3.44 ლარი
effect დიზელი – 3.40 ლარი
დიზელი – 2.89 ლარი