ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით:
2013 წლის განმავლობაში საქართველოში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 15,2. მათ შორის, საავტომობილო ძრავის ზეთების იმპორტმა შეადგინა 9,6 ათასი ტონა, ინდუსტრიული ზეთების იმპორტმა - 3,2 ათასი ტონა და სხვა კატეგორიის ზეთები.
2013 წელს საცხებ-საპოხი მასალების იმპორტი 2012 წლის მაჩვენებელთან შედარებით (17,2 ათასი ტონა) შემცირდა 2 ათასი ტონით ანუ 11,6%-ით.
ქვეყნების მიხედვით, 2013 წელს საცხებ-საპოხი მასალების ყველაზე დიდი მოცულობის იმპორტი განხორციელდა თურქეთიდან - 4,3 ათასი ტონა ანუ მთლიანი იმპორტის 28%. შემდეგ მოდიან ირანი - 3,1 ათასი ტონა ანუ 20%, გერმანია - 2,3 ათასი ტონა ანუ 15% და ა.შ.
2013 წლის განმავლობაში საქართველოში იმპორტირებულ იქნა 71,5 ათასი ტონა სანავთობო ბიტუმი (საგზაო ასფალტის შემადგენელი), რომლიდანაც ყველაზე დიდი წილი - 98,9% განხორციელდა ირანის ისლამური რესპუბლიკიდან. 2012 წლის მაჩვენებელთან შედარებით სანავთობო ბიტუმის იმპორტი შემცირებულია 13,1 ათასი ტონით ანუ 15%-ით.
საავიაციო ნავთის იმპორტმა 2013 წლის განმავლობაში შეადგინა 88,5 ათასი ტონა, რომლიდანაც ყველაზე დიდი წილი - 70,3% განხორციელდა აზერბაიჯანიდან, შემდეგ მოდიან: თურქმენეთი - 20,2%, ისრაელი - 6,7%, საბერძნეთი - 2,7%. 2012 წლის მაჩვენებელთან შედარებით საავიაციო ნავთის იმპორტი გაზრდილია 37,4 ათასი ტონით ანუ 42%-ით.
ლონდონი
Bret Crude Oil (ICE)
67.77 დოლარი/ბარელზე
+ 0.04
ნიუ-იორკი
Light Sweet Crude Oil
67.35 დოლარი/ბარელზე
+ 0,03
სუპერი – 3.45 ლარი
პრემიუმი – 3.05 ლარი
რეგულარი – 2.85 ლარი
ევრო დიზელი – 2.99 ლარი
დიზელი – 2.87 ლარი
გაზი – 1.60 ლარი
ეკო სუპერი – 3.45 ლარი
ეკოპრემიუმი – 3.03 ლარი
ევრო რეგულარი – 2,85 ლარი
ევრო დიზელი – 2,90 ლარი
ეკო დიზელი – 2.98 ლარი
დიზელ ენერჯი – 2.85 ლარი
გაზი – 1.64 ლარი
სუპერი ecto 100 – 0.00 ლარი
ევრო სუპერი – 3.37 ლარი
პრემიუმ ავანგარდი – 2,88 ლარი
ევრო რეგულარი – 2.68 ლარი
ევრო დიზელი – 2,87 ლარი
სუპერი – 3.45 ლარი
ევრო პრემიუმი – 3.03 ლარი
ევრო რეგულარი – 2.77 ლარი
efix ევრო დიზელი – 2.96 ლარი
ევრო დიზელი – 2.86 ლარი
სუპერი – 3.47 ლარი
G-Force პრემიუმი – 3.07 ლარი
G-Force ევრო რეგულარი – 2.97 ლარი
რეგულარი – 2,87 ლარი
ევრო დიზელი – 3.03 ლარი
დიზელი – 2,93 ლარი
გაზი – 1.69 ლარი
პრემიუმი – 2,74 ლარი
ევრო რეგულარი – 2,54 ლარი
ევრო დიზელი – 2,74 ლარი
effect დიზელი – 2.54 ლარი