ქართული  |   English

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი  

გამოკითხვა
რომელი კომპანიის მომსახურეობას ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:6848 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საავტომობილო ზეთს ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:4166 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი კატეგორიის საწვავს მოიხმართ?
სულ:5680 ხმა
 
22:26 07.07.2025

იანვარ-აგვისტოს თვეებში საავიაციო ნავთის იმპორტი მნიშვნელოვნად შემცირდა

17-09-2020

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით:

 

2020 წლის აგვისტოს თვეში საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 2,3 ათასი ტონა, რაც 4,9 ათასი ტონით  ანუ 58,1%-ით ნაკლებია ივლისის თვის მაჩვენებელთან (7,2 ათასი ტონა) შედარებით  და 10,5 ათასი ტონით ანუ 82,0%-ით - გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (12,8 ათასი ტონა)  შედარებით.

 

მ/წლის აგვისტოს თვეში საავიაციო ნავთის იმპორტის 65,2%  (1,5 ათასი ტონა) განხორციელდა თურქმენეთიდან, 34,8% (0,8 ათასი ტონა) - თურქეთიდან.

 

მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოს თვეების განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 38,5 ათასი ტონა, რაც 37,0 ათასი ტონით ანუ 49,0%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (75,5 ათასი ტონა) შედარებით.

 

მ/წლის იანვარ-აგვისტოს თვეების განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტის 80,0%  (30,8 ათასი ტონა) განხორციელდა თურქმენეთიდან, 14,3% (5,5 ათასი ტონა) - თურქეთიდან, 5,7% (2,2 ათასი ტონა) - რუმინეთიდან, 0,1% (0,03 ათასი ტონა) - ეგვიპტიდან.

 

საავიაციო ნავთის იმპორტის შემცირება დაკავშირებულია COVID-19-დან გამომდინარე საჰაერო მიმოსვლის მნიშვნელოვან კლებასთან. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ნავთობპროდუქტების ბიზნეს-ინდუსტრიაში აღნიშნულმა სექტორმა მიმდინარე წელს ყველაზე დიდი ზარალი განიცადა პანდემიის გამო.




უკან
ნავთობის ფასი

ლონდონი 

Bret Crude Oil (ICE) 

67.77  დოლარი/ბარელზე


+ 0.04  
   

 ნიუ-იორკი

Light Sweet Crude Oil

67.35     დოლარი/ბარელზე

+   0,03


საწვავის ფასი საქართველოში

სუპერი   3.45 ლარი 

პრემიუმი   3.05 ლარი

რეგულარი  2.85  ლარი

ევრო დიზელი  2.99 ლარი

დიზელი   2.87 ლარი

გაზი – 1.60 ლარი

 

ეკო სუპერი –  3.45 ლარი

ეკოპრემიუმი –  3.03 ლარი

ევრო რეგულარი – 2,85 ლარი

ევრო დიზელი – 2,90 ლარი

ეკო დიზელი –  2.98 ლარი

დიზელ ენერჯი –   2.85 ლარი

გაზი – 1.64 ლარი

სუპერი ecto 100 – 0.00 ლარი

ევრო სუპერი –  3.37 ლარი

პრემიუმ ავანგარდი –  2,88  ლარი

ევრო რეგულარი –  2.68  ლარი

ევრო დიზელი –  2,87 ლარი

 

სუპერი –  3.45 ლარი

ევრო პრემიუმი – 3.03  ლარი

ევრო რეგულარი – 2.77  ლარი

efix ევრო დიზელი – 2.96 ლარი

ევრო დიზელი –  2.86 ლარი

 

სუპერი – 3.47 ლარი

G-Force პრემიუმი –  3.07 ლარი

G-Force ევრო რეგულარი –  2.97 ლარი

რეგულარი – 2,87 ლარი

ევრო დიზელი –  3.03 ლარი

დიზელი –  2,93 ლარი

გაზი – 1.69 ლარი

პრემიუმი –  2,74 ლარი

ევრო რეგულარი – 2,54 ლარი

ევრო დიზელი –  2,74 ლარი

effect დიზელი –  2.54 ლარი

 

 

  

2012 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE