ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით:
"2020 წლის განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 19,08 ათასი ტონა, რაც 1,26 ათასი ტონით ანუ 6,2%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (20,34 ათასი ტონა) შედარებით.
2020 წელს საცხებ-საპოხი მასალების იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა თურქეთიდან - 5,59 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 29,3%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუსეთი - 3,26 ათასი ტონა (17,1%); გერმანია - 1,66 ათასი ტონა (8,7%); ირანი - 1,28 ათასი ტონა (6,7%); და სხვ.
გასული წლის განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 56,4 ათასი ტონა, რაც 45,4 ათასი ტონით ანუ 44,6%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (101,8 ათასი ტონა) შედარებით.
2020 წელს საავიაციო ნავთის იმპორტის 78,5% (44,3 ათასი ტონა) განხორციელდა თურქმენეთიდან, 15,8% (8,9 ათასი ტონა) - თურქეთიდან, 3,9% (2,2 ათასი ტონა) - რუმინეთიდან; 1,8% (1,0 ათასი ტონა) - საბერძნეთიდან.
2020 წელს სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 128,7 ათასი ტონა, რაც 41,3 ათასი ტონით ანუ 24,3%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (170 ათასი ტონა) შედარებით.
აქედან იმპორტის 63,8% (82,1 ათასი ტონა) მოდის აზერბაიჯანზე. შემდეგ მოდიან: ერაყი - 20,7% (26,6 ათასი ტონა), ირანის ისლამური რესპუბლიკა - 7,1% (9,1 ათასი ტონა), რუსეთი - 5,6% (7,2 ათასი ტონა), თურქეთი - 1,9% (2,4 ათასი ტონა), სომხეთი - 0,7% (0,9 ათასი ტონა), გაერთიანებული ემირატები - 0,1% (0,2 ათასი ტონა); ალბანეთი - 0,1% (0,2 ათასი ტონა).
2020 წელს ნავთობპროდუქტების იმპორტისა და შესაბამისად, მოხმარების კლება ძირითადად დაკავშირებულია COVID-19-ის პანდემიასა და მასთან დაკავშირებულ შეზღუდვებთან."
ლონდონი
Bret Crude Oil (ICE)
96.40 დოლარი/ბარელზე
- 2.75
ნიუ-იორკი
Light Sweet Crude Oil
89.69 დოლარი/ბარელზე
- 3.62
სუპერი – 4.50 ლარი
პრემიუმი – 4.15 ლარი
რეგულარი – 3.86 ლარი
ევრო დიზელი – 4.94 ლარი
დიზელი – 4.89 ლარი
გაზი – 1.60 ლარი
ეკო სუპერი – 4.54 ლარი
ეკოპრემიუმი – 4.16 ლარი
ევრო რეგულარი – 3,94 ლარი
ევრო დიზელი – 4.89 ლარი
ეკო დიზელი – 4.93 ლარი
დიზელ ენერჯი – 4.85 ლარი
გაზი – 1.64 ლარი
სუპერი ecto 100 – 0.00 ლარი
ევრო სუპერი – 4.55 ლარი
პრემიუმ ავანგარდი – 4.15 ლარი
ევრო რეგულარი – 3.90 ლარი
ევრო დიზელი – 4.92 ლარი
სუპერი – 4.56 ლარი
ევრო პრემიუმი – 4.16 ლარი
ევრო რეგულარი – 3,88 ლარი
efix ევრო დიზელი – 4.97 ლარი
ევრო დიზელი – 4.89 ლარი
სუპერი – 4.55 ლარი
G-Force პრემიუმი – 4.17 ლარი
G-Force ევრო რეგულარი – 3.89 ლარი
რეგულარი – 3.89 ლარი
ევრო დიზელი – 4.95 ლარი
დიზელი – 4.87 ლარი
გაზი – 1.69 ლარი
Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE