ქართული  |   English

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი  

გამოკითხვა
რომელი კომპანიის მომსახურეობას ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:2971 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საავტომობილო ზეთს ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:1699 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი კატეგორიის საწვავს მოიხმართ?
სულ:2102 ხმა
 
01:02 29.11.2021

ბოლო პერიოდში საწვავის ფასი თითქმის ყველა ქვეყანაში იზრდება

06-09-2012


ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილის განცხადებით:

ბოლო 1 თვის განმავლობაში საერთაშორისო სასაქონლო ბაზრებზე ნავთობის ფასი ძირითადში იზრდება. კერძოდ, 1 აგვისტოდან 5 სექტემბრამდე ლონდონში InterContinental Exchange Futures Europe-ზე (IСE Futures Europe) - Brent ტიპის ნავთობის ფასი გაზრდილია 7,13 დოლარით/ბარელზე, ხოლო ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) - Light Sweet ტიპის ნავთობის ფასი - 6,45 დოლარით / ბარელზე.

ნავთობის ფასის ზრდა განპირობებულია შემდეგი მიზეზებით: პირველ რიგში, ეს არის ირანულ ნავთობზე განხორციელებული ემბარგო, რომელიც ძალაში შევიდა 1 ივლისიდან, რის შემდეგაც ირანული ნავთობის იმპორტზე უარი განაცხადა მრავალმა ქვეყანამ, მათ შორის ევრო კავშირის ქვეყნებმა, აშშ-მა, იაპონიამ. მთლიანობაში ირანიდან ნავთობის ექსპორტი თითქმის 40%-ით შემცირდა და ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ მაჩვენებელზე დგას. მეორე რიგში, ეს არის მსოფლიო საფინანსო ინსტიტუტების მიერ ეკონომიკის სტიმულირების დაწყება მისი გაჯანსაღების მიზნით. კერძოდ, უახლოეს პერიოდში ევროპის ცენტრალური ბანკი გადაწყვეტს კრიზისში მყოფი ევრო კავშირის ქვეყნების ფინანსურ დახმარებას.

ნავთობის ფასის ზრდის პარალელურად საწვავის ფასები გაზრდილია თითქმის ყველა იმ ქვეყანაში, რომელნიც დამოკიდებულნი არიან ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტზე.

მაგალითად, აშშ-ში 3 სექტემბრის მდგომარეობით ბენზინის ფასი 4-თვიან მაქსიმუმ მაჩვენებლამდე გაიზარდა, ხოლო დიზელის საწვავის - თითქმის 5-თვიან მაქსიმუმ მაჩვენებლამდე. კერძოდ, ბენზინის ფასმა შეადგინა 3.843 დოლარი/გალონზე - დაახლოებით 1,015 დოლარი/გალონზე (1 გალონი = 3,785 ლიტრი), ხოლო დიზელის საწვავის - 4.127 დოლარი/გალონზე - დაახლოებით 1.090 დოლარი/ლიტრზე. საწვავის ფასები გაზრდილია ასევე ევრო კავშირის თითქმის ყველა ქვეყანაში (იხ. http://oilnews.ge/index.php?menuid=18&lang=1&id=376) და პოსტსაბჭოთა ქვეყნებში (რუსეთი, უკრაინა, სომხეთი, მოლდავეთი და ა.შ).

რაც შეეხება საერთაშორისო ფასებს ნავთობპროდუქტებზე Platt's-ის მიხედვით, რომელზეც დამოკიდებულია საქართველოს საცალო ქსელში არსებული ვითარება, აღნიშნულ პერიოდში ისინიც ძირითადში იზრდება. კერძოდ, აგვისტოს თვიდან 5 სექტემბრის მდგომარეობით საერთაშორისო ფასი ბენზინზე გაზრდილია საშუალოდ 93 დოლარით/ტონაზე (ივლისის თვიდან - 205 დოლარით/ტონაზე), L-62 დიზელის საწვავზე - 76 დოლარით ტონაზე (ივლისის თვიდან - 140 დოლარით/ტონაზე), 10ppm დიზელის საწვავზე - 86 დოლარით ტონაზე (ივლისის თვიდან - 150 დოლარით/ტონაზე).

საერთაშორისო ფასებიდან გამომდინარე საქართველოს საცალო ქსელში აგვისტოს თვეში ფასების კორექტირება დაფიქსირდა 2-ჯერ 5-5 თეთრით/ლიტრაზე ზრდის მიმართულებით.

 




უკან
ნავთობის ფასი

ლონდონი 

Bret Crude Oil (ICE) 

82.25 დოლარი/ბარელზე

-  0.06

Light Sweet Crude Oil

78.39  დოლარი/ბარელზე

- 0.11

საწვავის ფასი საქართველოში

სუპერი   3.26 ლარი 

პრემიუმი   3.18 ლარი

რეგულარი  3,04  ლარი

ევრო დიზელი  3,02 ლარი

დიზელი   2,94 ლარი

გაზი – 1.40 ლარი

 

ეკო სუპერი –  3.38 ლარი

ეკოპრემიუმი –  3.30 ლარი

ევრო რეგულარი – 3.16 ლარი

ევრო დიზელი – 3.22 ლარი

ეკო დიზელი – 3.25 ლარი

დიზელ ენერჯი –   3.18 ლარი

გაზი – 1.44 ლარი

სუპერი ecto 100 – 3.60 ლარი

ევრო სუპერი –  3.33 ლარი

პრემიუმ ავანგარდი –   3.22 ლარი

ევრო რეგულარი –  3.10 ლარი

ევრო დიზელი – 3.14 ლარი

 

სუპერი –  3.38 ლარი

ევრო პრემიუმი –  3.28 ლარი

ევრო რეგულარი – 3,15 ლარი

efix ევრო დიზელი – 3,22 ლარი

ევრო დიზელი –  3.12 ლარი

 

სუპერი –  3.37 ლარი

G-Force პრემიუმი –  3.27 ლარი

G-Force ევრო რეგულარი –  3.19 ლარი

რეგულარი – 3.14 ლარი

ევრო დიზელი – 3.19 ლარი

დიზელი – 3.12 ლარი

გაზი – 1.44 ლარი

 

 

  

2012 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE