ქართული  |   English

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი  

გამოკითხვა
რომელი კომპანიის მომსახურეობას ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:2971 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საავტომობილო ზეთს ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:1699 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი კატეგორიის საწვავს მოიხმართ?
სულ:2102 ხმა
 
01:21 29.11.2021

ნავთობპროდუქტებზე საერთაშორისო ფასები მცირდება

22-10-2012

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით:

ბოლო პერიოდში საერთაშორისო ფასები ნავთობპროდუქტებზე Platts-ის მიხედვით კლებულობს. განსაკუთრებით შემცირებულია ბენზინის ფასი. კერძოდ, მიმდინარე წლის 10 ოქტომბრის შემდეგ ბენზინის საერთაშორისო ფასი დაკლებულია 124.75 დოლარით/ტონაზე, ხოლო დიზელის ფასი - 22 დოლარით/ტონაზე.

 

ამავე პერიოდში კლებულობს ასევე ნავთობის ფასი მსოფლიო სანავთობო ბირჟებზე. კერძოდ, ლონდონში InterContinental Exchange Futures Europe-ზე ნავთობის ფასი შემცირებულია 4.19 დოლარით 114.33 დოლარიდან 110.14 დოლარამდე, ხოლო ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX)-ზე 1.2 დოლარით 91.25 დოლარიდან 90.05 დოლარამდე.

 

საერთაშორისო ფასების შემცირება განპირობებულია რამოდენიმე ფაქტორით. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს მსოფლიოში ნავთობზე გლობალური მოთხოვნილების შემცირების საშიშროება;  რომელიც დაკავშირებულია თავის მხრივ მაკროეკონომიკური მაჩვენებლების გაუარესებასთან მსოფლიოში ნავთობის ყველაზე დიდ ორ მომხმარებელ ქვეყანაში -  ჩინეთსა და აშშ-ში. კერძოდ, ჩინეთში უკვე მე-7 კვარტალი ზედიზედ მცირდება ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები, ხოლო აშშ-ში გამოქვეყნდა შრომითი დასაქმების უარყოფითი სტატისტიკური მონაცემები.

 

რაც შეეხება საქართველოს საცალო ქსელს, საწვავის ფასების კორექტირება ზემოაღნიშნულ პერიოდში მოხდა ერთხელ კლების მიმართულებით 4-6 თეთრით ლიტრაზე. უახლოეს პერიოდში საერთაშორისო ფასების შემცირებიდან გამომდინარე ფასების კლების ტენდენცია უნდა გაგრძელდეს.




უკან
ნავთობის ფასი

ლონდონი 

Bret Crude Oil (ICE) 

82.25 დოლარი/ბარელზე

-  0.06

Light Sweet Crude Oil

78.39  დოლარი/ბარელზე

- 0.11

საწვავის ფასი საქართველოში

სუპერი   3.26 ლარი 

პრემიუმი   3.18 ლარი

რეგულარი  3,04  ლარი

ევრო დიზელი  3,02 ლარი

დიზელი   2,94 ლარი

გაზი – 1.40 ლარი

 

ეკო სუპერი –  3.38 ლარი

ეკოპრემიუმი –  3.30 ლარი

ევრო რეგულარი – 3.16 ლარი

ევრო დიზელი – 3.22 ლარი

ეკო დიზელი – 3.25 ლარი

დიზელ ენერჯი –   3.18 ლარი

გაზი – 1.44 ლარი

სუპერი ecto 100 – 3.60 ლარი

ევრო სუპერი –  3.33 ლარი

პრემიუმ ავანგარდი –   3.22 ლარი

ევრო რეგულარი –  3.10 ლარი

ევრო დიზელი – 3.14 ლარი

 

სუპერი –  3.38 ლარი

ევრო პრემიუმი –  3.28 ლარი

ევრო რეგულარი – 3,15 ლარი

efix ევრო დიზელი – 3,22 ლარი

ევრო დიზელი –  3.12 ლარი

 

სუპერი –  3.37 ლარი

G-Force პრემიუმი –  3.27 ლარი

G-Force ევრო რეგულარი –  3.19 ლარი

რეგულარი – 3.14 ლარი

ევრო დიზელი – 3.19 ლარი

დიზელი – 3.12 ლარი

გაზი – 1.44 ლარი

 

 

  

2012 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE